მთავარისიახლეებისაზოგადოებადიეგო მარადონა: ,,დიახ, მე ვეჩხუბე რომის პაპს და ვეჩხუბე იმიტომ, რომ საკუთარი...

დიეგო მარადონა: ,,დიახ, მე ვეჩხუბე რომის პაპს და ვეჩხუბე იმიტომ, რომ საკუთარი თვალით ვნახე ვატიკანში ოქროს ჭერი”

Published on

 

.სოციალურ ქსელში გახშირდა ციტირება  ერთი პატარა ისტორიისა,  რომელსაც დიეგო მარადონა  აღწერს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში  ,,მე ვარ დიეგო''.
 
,,ამბობენ, რომ მე ყველაფრის შესახებ საჯაროდ ვლაპარაკობ ხოლმე და ეს სრული სიმართლეა. ამბობენ, რომ მე ვეკამათე რომის პაპს და მართლებიც არიან.
მე ხომ იმათ ნაცვლად ვლაპარაკობ, ვისაც ლაპარაკს არ აცლიან და მე იმათ სათქმელსაც ვამბობ, ვისაც მთელი თავისი დედამოტყნული ცხოვრების მანძილზე, ერთხელაც არ ექნება იმის საშუალება რომ ხმამაღლა მიმართოს მთელ მსოფლიოს…
დიახ, მე ვეჩხუბე რომის პაპს და და ვეჩხუბე იმიტომ რომ საკუთარი თვალით ვნახე ვატიკანში ოქროს ჭერი და იმ დღეს მოვისმინე მისი სიტყვები რომ ეკლესიამ უნდა იზრუნოს ღარიბ ბავშვებზე.
თუ მართლა ღარიბებზე ფიქრობ და არა ოქროზე, მაშინ გაყიდე ის ჭერი და მართლა რამე გააკეთე ღარიბებისთვის.
რომის პაპმა კი ვატიკანში მხოლოდ იმიტომ მიმიწვია, რომ მე ცნობილი ადამიანი ვარ.
დიდი იმედგაცრუება იყო.
სხვებთანაც მიჩხუბია, ძალიან ბევრ ხალხთან, ვინც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, მაგრამ მათ მიმართ პირადი წყენა არ გამაჩნია. მე შემიძლია მხოლოდ ის პოლიტიკოსები მძულდეს, რომლებიც ხალხს ჯიბეში ხელს უყოფენ და მათ ძარცვავენ.
მძულს ყველა პოლიციელი და ჯარისკაცი, ვისაც შეუძლია ადამიანების მოკვლა მთავრობის დავალებით და მძულს ყველანაირი მთავრობა, რომელიც თვითონ მაძღარია და მშიერი ხალხი კი ფეხებზე ჰკიდია…''
 
 დღეს, როცა ძველი ეკლესიის სისადავეს სამების ბრწყინვალებით ანაცვლებენ, ხოლო ქველმოქმედება  ბოლო დროს რატომღაც არჩევნებთან მიდის,  ამასთან ავადმყოფი ბავშვის გადასარჩენად საკმარისი  ფული ხშირად სასულიერო პირთა კიდევ ერთ ჯიპზე ან ერთ სუფრაზე იხარჯება,  მარადონას ჯანყი  ხუროთმოძღვრულ სტილზე მეტად სხვა მხრივ უფრო  მოსანიშნია ჩვენთვის.  
 
რაც შეეხება ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეულ სტილს, იგი   უპირველესად მშვენიერ პროპორციებსა და სისადავეშია .  ამას აქვს თავისი მიზეზები .  ქართული საზრისით,  ეკლესია …სასულიერო-საეკლესიო მწერლობის განსაზღვრებით,
რეალური, მატერიალური, ანუ "ხილული” ქვეყანა არა-არსია, "აჩრდილია და წარმავალი” “ჟამიერი და განქარვებადი”. ნამდვილია ("არსია"), “ცხოველი” და მარადიული "საიქიო” ქვეყანა და "საიქიო” ცხოვრება. "  
 
სწორედ ამიტომ  ვერ გუობს ჩვენი სატაძრო ხუროთმოძღვრება და საეკლესიო ტიპიკონი ზედმეტ ფუფუნებასა და ბრწყინვალებას. და ამის მიზეზს არათუ ქართველები,  უცხო ტომის ადამიანებიც კარგად წვდებიან თუნდაც ინსტინქტების დონეზე, შორს რომ არ წავიდეთ, ვაინახური წარმოშობის  მოაზროვნე  ანდრეი ბელი ერთმანეთს ადარებს რუსული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელ ჭრელ, ხახვისთავისებრ გუმბათებსა და ქართული ეკლესიის წყლისფერ გუმბათებს და ღარიბთა და უპოვართა მაცხოვართან მეტი სიახლოვის დასტურად აღიქვამს ქართულ სისადავეს. დასანანი იქნებოდა, თუ ამას დავკარგავდით. 
 
 
 

სიახლეები

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...

საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...