მთავარისიახლეებისაზოგადოებააბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ

აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ

Published on

აბიტურიენტებმა საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებები ელექტრონულად ვებ-გვერდზე online.naec.ge ან www.naec.gov.ge უნდა შეიტანონ. 11 აგვისტოს, 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, დაამატონ ან შეცვალონ ფაკულტეტები. გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პროგრამების შეცვლის სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ რეალური არჩევნის გაკეთების საშუალებას ეძლევა.”ყველა ცვლილების დადასტურება აბიტურიენტმა უნდა მიიღოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თუ მან ასეთი დადასტურება ვერ მიიღო, სავარაუდოდ, ცვლილებების შეტანა დასრულებული არა აქვს (მაგ.: არ დააჭირა შენახვის ღილაკს).11 აგვისტოს, 18:00 საათზე, შეწყდება აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღებაც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, გადახედონ საკუთარ რეიტინგულ სიას. შეგახსენებთ: საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დარჩენილ ადგილებზე ჩარიცხვა არ მოხდება”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...