მთავარისიახლეებისპორტილაშა შავდათუაშვილის ბრძოლა ტატამზე და შეშფოთებული რუსეთუმეები

ლაშა შავდათუაშვილის ბრძოლა ტატამზე და შეშფოთებული რუსეთუმეები

Published on

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რუსი ძიუდოისტი იარცევი რეპეშაჟში დაამარცხა. შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა შავდათუაშვილმა შეძლო ბრძოლის შემობრუნება და ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონი. 
,,ისეთი დღე იყო, უფლება არ მქონდა რუს სპორტსმენთან შეხვედრა წამეგო, – ამის შესახებ ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რუსი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ ”რუსთავი2”-ს განუცხადა. – ცოტა ვნერვიულობდი კიდევაც, იმიტომ, რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, მე უფლება არ მქონდა გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები”.
 
ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა, რასაც მავანნი შეშფოთებით შეხვდნენ და ს[პორტის პოლიტიზების მცდლეობა უსაყვედურეს.
 
,,ლაშა შავდათუაშვილის ჟესტზე შეშფოთებულები, ბოლოს და ბოლოს, შეეგუეთ, რომ დედამიწა თქვენს გარშემო არ ბრუნავს და სპორტი და პოლიტიკა ათადან და ბაბადანაა გადაჯაჭვული ერთმანეთს: რუსეთისთვის ფრანგის ან საფრანგეთის ნაკრების დამარცხება ჟორჟ შარლ დანტესის გამო შურისძიებაა, არგენტინის ნაკრები თუ უგებს ინგლისს, ამით ფოლკლენდის კუნძულებისთვის მიაგებს სამაგიეროს, ფინეთის მოგება რუსეთთან ასევე პოლიტიკურია და საქართველოს ნებისმიერი – სანაკრებო, საკლუბო, ინდივიდუალური გამარჯვება რუსეთზე და რუსზე უკვე 200 წელია, დიახაც რომ, პოლიტიკურია და, მით უმეტეს, იმ სახეობაში, რომელსაც, როგორც წესი, თავად პუტინი ადევნებს თვალს. ''-  ასე ,, ანუგეშა'' ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ ისინი,  ვისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა სპორტსმენის ჟესტი. 
 
რუსი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ  ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ისრაელის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი  დაამარცხა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...