მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს ლევან ვარშალომიძეს სცენასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს

პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს ლევან ვარშალომიძეს სცენასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს

Published on

ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული – შუამთობა მიმდინარეობს, სადაც პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვიდა.შუამთობის დღესასწაულზე ნაციონალური მოძრაობის აჭარის სიის პირველი ნომერიც მივიდა.ლევან ვარშალომიძე დღესასწაულზე შეკრებილებს გაესაუბრა, რის შემდეგაც იმ სცენასთან მიახლოება სცადა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოდიოდა. სამართალდამცველებმა ვარშალომიძეს სცენასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.მომხდარ ინციდენტზე პრემიერ-მინისტრმა მოკლე კომენტარი გააკეთა და 2012 წლის არჩევნები გაიხსენა.გიორგი კვირიკაშვილმა ურჩია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, გაიხსენონ 4 წლის წინანდელი ამბები და ის, თუ როგორ დახვდა მაშინდელი ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ბეშუმში ჩასულ ბიძინა ივანიშვილს.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...