მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერის შეცდომა – ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტზე

პრემიერის შეცდომა – ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტზე

Published on

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნას ,,პრემიერ მინისტრის შეცდომად'' და ცუდ ტენდენციად აფასებს.
 
ახალი მინისტრების დანიშვნას ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, ლევან იზორიას დანიშვნა კიდევ ერთხელ მიუთითებს  ივანიშვილის არასერიოზულ  და უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ქვეყნის თავდაცვის უწყების მიმართ.
 
“ჩვენ წითელაშვილის ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად რთული ვითარებაა თავდაცვის სამინისტროში და ზოგადად სახელმწიფოში ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. იზორიას დანიშვნა, ადამიანის სუსი-დან, ამ თანამდებობაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის არასერიოზულ  და უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ქვეყნის თავდაცვის უწყების მიმართ“ – განაცხადა ნადირაშვილმა.
 
ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა გრძელდება.
“ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა ბიძინა ივანიშვილის და კონკრეტულ პოსტს რომელი ადამიანი დაიკავებს  დიდი არანაირი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია. იქ სუს-ის თანამშრომლის დანიშვნა არა მგონია, რომ პოზიტივისკენ ცვლიდეს ვითარებას. “ – აღნიშნა კაპანაძემ.
 
თავად ახალი მინისტრი პირველივე განცხადებაში ცდილობს გაფანტოს ეჭვები , რომლებიც პირველ რიგში უკავშირდება მის დამოკიდებულებას ევროატლანტიკური კურსისადმი..  

 ,,მინდა 2 ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. – განაცხადა მან მინისტრად წარდგერნის შემდეგ – პირველ რიგში ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისი თქმაც მსურდა, ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის და ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ, მნიშვნელოვან რეფორმებს რომელიც უკავშირდება, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი თავდაცვის უწყების და ქვეყნის ინტეგრაციას, ბუნებრივია ამ ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ“ 
 
 

სიახლეები

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...