მთავარისიახლეებისაზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს მოსახლეობას, ყურადღება მიაქციოს საზამთროსა და ნესვის კანს

სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს მოსახლეობას, ყურადღება მიაქციოს საზამთროსა და ნესვის კანს

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციოდ გამოტანილი ბაღჩეული კულტურები შეამოწმეს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სეზონურობიდან გამომდინარე, აქცენტი საზამთროსა და ნესვზე გაკეთდა, რადგან ზაფხულში ამ პროდუქტების მოხმარება განსაკუთრებით დიდია.მათივე ინფორმაციით, შემოწმებისას დადგინდა, რომ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება; გამოვლინდა მცირედი შეუსაბამობა, რაზეც რეალიზატორმა გაითვალისწინა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების რეკომენდაცია და პროდუქცია რეალიზაციიდან ამოიღო.სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს მოსახლეობას, ყურადღება მიაქციოს საზამთროსა და ნესვის კანს – ის არ უნდა იყოს დარბილებული და დაზიანებული; დაჭრამდე კი აუცილებელია მისი კარგად გარეცხვა.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...