მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ივნის – ივლისის მიჯნაზე გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ივნის – ივლისის მიჯნაზე გაიმართება

Published on

 ჟენევის მოლაპარაკების მორიგი 32-ე რაუნდი 30 ივნისიდან 1 ივლისამდე ( ჩათვლით) გაიმართება. 

დღის წესრიგშია ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხები. 

. .საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის  დავით კერესელიძის განცხადებით, რომელიც მან  ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააკეთა , ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ოკუპირებულ რეგიონებთან რუსეთის ფედერაციის მიერ დადებულ ე.წ. ხელშეკრულებებს. 

შეხვედრაზე ასევე განიხილავენ კონფლიქტურ ზონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხებს.

 ბოლო დრომდე ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდში აფხაზთა მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. სოხუმი გაანაწყენა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის   2013 წლის 13 ივნისის რეზოლუციამ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

აფხაზეთის დე – ფაქტო ხელისუფლების შეფასებით, ეს რეზილუცია აშკარად პროქართულ ხასიათს ატარებს,   მიღებულ იქნა  საქართველოს მეგობარი ქვეყნების ზეგავლენით და არ შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს. ,,ჩვენ დავფიქრდებით, აქვს თუ არა საერთაშორისო საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულების ფონზე აზრი ჩვენს მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში – აცხადებდნენ აფხაზეთის დე – ფაქტო პრეზიდენტი და პრემიერ – მინისტრი  ჯერ კიდევ ერთი კვირის წინათ.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...