მთავარისიახლეებიექსკლუზივისეპარატისტული აფხაზეთის მთავრობამ თხილის გატანაზე დაწესებული საბაჟო გადასახადი დროებით შეამცირა

სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობამ თხილის გატანაზე დაწესებული საბაჟო გადასახადი დროებით შეამცირა

Published on

გუშინ სეპარატისტული ფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა  გასატან პროდუქტებზე დაწესებული  საბაჟო გადასახადის ახალი ტარიფი დაამტკიცა.
 
ე.წ. ვიცე პრემიერ დიმიტრი სერიკოვის თქმით, ცვლილებები ეხება თხილის გატანაზე დაწესებულ საბაჟო გადასახადს, კერძოდ დროებით მცირდება გადასახადის   ოდენობა: 
ერთ კგ ნაჭუჭიან თხილზე – 10 რუსულ რუბლამდე  დღეს არსებული 25 რუბლის ნაცვლად
ერთ კგ თხილის გულზე – 15 რუბლი 35 რუბლის ნაცვლად. 
 
,,ეს ცვლილებები ნაკარნახევია იმით, რომ თხილის ფასები მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად დაეცა'' – განმარტა მან და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება დროებითია და ძალაში დარჩება მხოლოდ 31 აგვისტომდე.
,,დროებითი ჩარჩოების განსაზღვრა საშუალებას მოგვცემს თვალი მივადევნოთ სიტუაციას თხილის ბაზარზე და აგვისტოს ბოლოსთვის ხელახლა დავუბრუნდეთ ამ საკითხს იმ დროისათვის ჩამოყალიბებულ საბაზრო  ფასებზე ორიენტირებით. ანალიტიკოსთა პროგნოზებით წლეულს მოსავალი თურქეთში შარშანდელზე 30 – 40 % – ით  დაბალი იქნება, რაც გამოიწვევს თხილის ფასების მკვეთრ ზრდას. – განაცხადა სერიკოვმა.
დადგენილების პროეტის განხილვისას პრემიერ – მინისტრმა არტურ მიქვაბიამ აღნიშნა, რომ აუცილებელია თხილის ექსპორტის კონტროლის გამკაცრება მდინარე ენგურზე გამავალ საზღვარზე. ,,გზა გაყვანილია და  აუცილებლად უნდა დავტოვოთ 2 საკონტროლო – გამშვები პუნქტი, რომლის გავლითაც შეიძლება მოხდეს თხილის გატანა საქართველოს მიმართულებით. ადრე ამას ვერ ვაკეთებდით, რადგან უგზოობის გამო შეუძლებელი იყო გადასვლა  ქვედა ზონიდან ზედა ზონაში. ახლა ეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ აუცილებელია გაძლიერდეს კონტროლი, რომ მოისპოს საზღვარზე თხილის, ხილის გატანა კანონის გვერდის ავლით. ეს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა!  სხვაგვარად ქვეყნის ბიუჯეტი კარგავს დიდ შემოსავლებს გადაუხდელი საბაჟო გადასახადების სახით. მაგალითად, შარშან ს ხაზინაში ექსპორტზე საბაჟო გადასახადების სახით მხოლოდ 30 – 40 მილიონი რუბლი შევიდა ნაცვლად დაგეგმილი 200 მილიონისა და ეს იმ ფონზე რომ, ჩვენი მონაცემებით, რესპუბლიკის 3 აღმოსავლეთ  რაიონში  ათიდან თხუთმეტ ათასამდე  ტონა თხილი მოვიდა. ''
 
თხილის ექსპორტში უკანონო ქმედებების მაგალითად მიქვაბიამ სხდომის მონაწილეებს შეახსენა შარშან მომხდარი საბაჟო სამმართველო ,,გალის“ უფროსის ბესლან მალანძიას მკვლელობა ,,ბანდიტური თავდასახმის’’ შედეგად და ამასთან  მოუწოდა  სამართალდამცავ ორგანოებს სერიოზულად მოემზადონ  მსგავსი ინციდენტების პრევენციისაა და წესრიგის დაცვისათვის მოახლოებულ სეზონში. 
 
რაც შეეხება თხილის გატანაზე  ბაჟის ოდენობის გადახედვას აგვისტოს შემდეგ,   მიქვაბიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,ლაპარაკი არ არის გადასახადების გაზრდაზე გლეხებისათვის! ეს ეხება მათ, ვინც დაკავებულია საგარეოეკონომიკური საქმიანობით და ამასთან სათანადო ნებართვის პირობებში. წლეულს ამ მხრივ სიტუაცია ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს!’’
 
სხდომაზე აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ დაურ კობახიამ განმარტა, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს ( რომელიც არ არის დაკავებული საქსპორტო საქმიანობით) აქვს  საზღვარზე 50 კილოგრამამდე თხილის ( სხვა ტვირთების) გადატანის უფლება.  
 

სიახლეები

საბა სორდია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს – საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება

"ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მის საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს...

პრეზიდენტი ზურაბიშვილი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი...

“ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს

ოლიგარქის პოლიციის მიერ დაკავებული გამოცემა "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ...

“ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა” – ზელენსკი უკრაინელი სამხედროების რუსეთის ბელგოროდში ყოფნას ადასტურებს

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში ყოფნას ადასტურებს. "მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დღეს...