მთავარისიახლეებირეგიონებიპრეზიდენტი აჭარის მთავრობის გადაყენებისა და რწმუნებულად პატარაძის დანიშვნის მიზეზებს განმარტავს

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის გადაყენებისა და რწმუნებულად პატარაძის დანიშვნის მიზეზებს განმარტავს

Published on

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნას უყრიან კენჭს. პატარაძე რწმუნებულად პრეზიდენტმა გუშინ დანიშნა და გუშინვე მოუხდა ამ გადაწყვეტილების მიზეზების განმარტება,     პრეზიდენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია აჭარის მოსახლეობის ინტერესების დაცვა იყო და ამასთან პატარაძის კანდიდატურა შეთანხმებული იყო პრემიერმინისტრთან და ცენტრალურ მთავრობასთან.
„ეს იყო აჭარის ხელისუფლების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის სავალდებულოდ გადადგმული ნაბიჯი. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ გარდა იმისა, რომ არც ერთ აჭარელს, მოქალაქეს არ შეექმნას პრობლემა, უფრო მაღალი პრიორიტეტი არსებობს, ჩემთვის ეს არგუმენტი არის სუსტი,“- განაცხადა პრეზიდენტმა. 
  გუშინ აჭარაში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ აჭარის მთავრობის რწმუნებულად ზურაბ პატარაძის დანიშვნას  პოლიტიკოსების დიდი ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ექსპერტების დიდი ნაწილი მის ამ გადაწყვეტილებას ანტიკონსტიტუციურ ქმედებას უწოდებს და განმარტავს, რომ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი რწმუნებულს ნიშნავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგიონის მთავრობა გადის კონსტიტუციის ფარგლებიდან ან მთავრობის საქმიანობით საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს. მოცემულ შემთხვევაში კი  არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...