მთავარისიახლეებიპოლიტიკაფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოში საქმიანობის 6-თვიანი ანგარიში წარადგინა.

ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოში საქმიანობის 6-თვიანი ანგარიში წარადგინა.

Published on

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსახლეობას საკრებულოში საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. ფრაქციის წევრმა ანი წითლიძემ ფრაქციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე და მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის ის ფრაქცია, რომელსაც 200-ზე მეტი შეხვედრა ქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან და რომელსაც ყველაზე მეტი ინიცირებული საკითხი ჰქონდა“- განაცხადა ანი წითლიძემ.აქვე განიხილეს ის სამომავლო გეგმები, რომლის განხორციელებასაც ფრაქცია სამომავლოდ აპირებს.შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს.აღნიშნული ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დახმარებით ხორციელდება.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...