მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამკაცრდება თუ არა სანქციები რუსეთი მიმართ?

გამკაცრდება თუ არა სანქციები რუსეთი მიმართ?

Published on

დღეს გახდება ცნობილი, თუ  რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთისთვის ევროსაბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევის სანქციასთან დაკავშირებით – გაახანგრძლივებს სანქციას იანვრამდე  თუ  კიდევ უფრო გაამკაცრებს მას. 

გუშინ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე კენჭი ეყარა დღეს  მისაღები რეზოლუციის ტექსტს . 

საქართველოს დელეგაცია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ  რეზოლუციაში საქართველოზე საუბარი საერთოდ არ არის,  „იყო მცდელობა შესწორების სახით შესულიყო ტექსტი, სადაც საქართველო და ჩვენი კონფლიქტები ნახსენები იქნებოდა. სამწუხაროდ, კენჭისყრაზე საკითხი ჩვენთვის დადებითად არ გადაწყდა,“ – ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე. მაათი არგუენტი, ვინც ხმ არ მისცაა სსაქაართველო დელეგაციის მიერ წარდგენილ შესწორებას, არის ის, რომ დოკუმენტის პროექტში შევიდა ცალკე შენიშვნა, რომელიც  ძალაში ტოვებს წინა რეზოლუციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეზოლუცია უკრაინასა და რუსეთს ეხება“ .

საქართველოს დელეგაციის წევრები ფარ-ხმალს არ ყრიან და  პლენარულ სხდომაზე   ხმების მობილიზაციას შეეცდებიან.

რეზოლუციის ტექსტით უკმაყოფილოა უკრაინის დელეგაციაც, რადგან მათი მთავარი მოთხოვნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან რუსეთის გარიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

„იანვრის რეზოლუციაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ თუ რუსეთის ქმედებებში არ იქნებოდა პროგრესი, ივნისში ასამბლეა განიხილავდა მისიუფლებამოსილების გაუქმების საკითხს. სამწუხაროდ, დღეს ამაზე აღარ არის საუბარი და ყურადღება„სტატუსკვოს“ შენარჩუნებაზეა გადატანილი. ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს“, – განცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...