მთავარისიახლეებიმსოფლიოდედოფალი ელისაბედი სიურპრიზს ამზადებს? უინძორებს სამეფო ვეტოს უფლება ოთხასი წელია არ გამოუყენებიათ,...

დედოფალი ელისაბედი სიურპრიზს ამზადებს? უინძორებს სამეფო ვეტოს უფლება ოთხასი წელია არ გამოუყენებიათ, მაგრამ შეუძლიათ!

Published on

დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობით, პრინცმა უილიამმა, რომელიც დე ფაქტო მისი უდიდებულესობა ელისაბედის ოფიციალური სპიკერია, გააკეთა მინიშნება, რომ, თუ ბრიტანეთის პარლამენტი მიიღებს კანონს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე , დედოფალს შეუძლია გამოიყენოს უფლება ხელი არ მოაწეროს ისეთ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ ინტერესებს. უინძორებს სამეფო ვეტოს უფლება ოთხას წელზე მეტია არ გამოუყენებიათ , თუმცა  ინარჩუნებენ ამ უფლებას. ინფორმაცია ეყრდნობა კემბრიჯის ჰერცოგის პრინც უილიამის განცხადებებს, რომელსაც იგი აკეთებდა ჯერ კიდევ თებერვალში, როცა მას დაუსვეს კითხვები ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შესაძლო გასვლის შესახებ. ,, გარდიანის'' ცნობით, პრინცმა თებერვალში გამართულ ბრიტანელ დიპლომატებთან შეხვედრაზე წარმოთქმულ სიტყვაში  გადაკვრით მიანიშნა, რომ სამეფო ოჯახი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა. კერძოდ, მან ილაპარაკა შეთანხმებული და მწყობრი მოქმედებების აუცილებლობის შესახებ იმ პრობლემათა გადაჭრისათვის, რომელსაც სამყარო უკანასკნელ წლებში აწყდება. თანამშრომლობას სხვა ერებთან  მან ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და განვითარების ქვაკუთხედი უწოდა.დასავლური მედია უბრუნდება აგრეთვე პრინც უილიამის მიერ ადრე გაკეთებულ  სხვა მინიშნებებსაც და არ გამორიცხავს, რომ სამეფო ოჯახი თავის სიტყვას იტყვის ბრექსიტთან დაკავშირებითაც თვით ვეტოს დადებამდეც კი. 
 
 

 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...