მთავარისიახლეებიმსოფლიობრიტანელი ახალგაზრდები: პენსიონერებმა დაანგრიეს ჩვენი მომავალი

ბრიტანელი ახალგაზრდები: პენსიონერებმა დაანგრიეს ჩვენი მომავალი

Published on

რეიტერსის ცნობით, ბრიტანეთის 18 დან 24 წლის ასაკამდე ახალგაზრდების 64 პროცენტმა ქვეყნის ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. ისინი  თვლიან, რომ ევროკავშირის წევრობა  ნიშნავს გადაადგილების თავისუფლებას, შრომის უფლების დაცულობას და მათ  ხსნას რეცესიისგან.  
,,კონსერვატორმა პენსიონერებმა ამ არჩევანით დაანგრიეს ჩვენი  და ქვეყნის  მომავალი’’ – აცხადებენ ისინი. 
თავის მხრივ,  ხანშიშესული კონსერვატორები დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი შედეგი გააუმჯობესებს სიტუაციას ბრიტანეთში, 65 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეების 58 პროცენტი აცხადებს, რომ   Brexit  ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს გაუმკლავდეს მიგრაციულ კრიზისს და თავი დაიხსნას ბრიუსელის დიქტატურისგან. 
ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში , განსაკუთრებით ,,თვითერზე’’ აცხადებენ, რომ , როცა ქვეყანაში რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით გარდუვალი რეცესია დაიწყება , პირველ რიგში სწორედ ხანდაზმულ ადამიანებს უნდა ჩამოეჭრათ პენსია, რადგან სწორედ მათმა პოზიციამ განაპირობა რეფერენდუმის ამგვარი შედეგი. 
თავად ხანდაზმულები, რომერლტაც გაანაწყენეს ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში არ აქტიურობენ , მაგრამ ისინი ახალგაზრდებზე არანაკლებ მტკიცე პოზიციაზე რჩებიან : ,,რატომ ავიწყდებათ ახალგაზრდებს ბრიტანეთის დამოუკიდებლობა და არასაკმარისი დემოკრატია ევროკავშირში, ასევე ის, რომ ჩვენი კანონების ნახევარზე მეტი ბრიუსელში იწერება? – წერენ  Brexit – ის მოხრეები 
 

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...