მთავარისიახლეებიპოლიტიკაგანათლების რეფორმა - შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

განათლების რეფორმა – შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში [Video]

Published on

დღეს გაიმართა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა, რომლის ორგანიზატორები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები იყვნენ.

შეხვედრაზე მთავარი აქცენტები განათლების სფეროში მინდინარე რეფორმებზე გაკეთდა.

როგორც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გამისონია განმარტავს, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მეცნიერება გახლავთ, იგი საუბრობს, თუ რა გეგმები აქვს სამეცნიერო ფონდს ამ მიმართულებით.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თეონა ხუფენიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სამეცნიერო ფონდი თავისი წინადადებებითა და შესაძლებლობებით ადგილზევე აცნობს ახალ ინფორმაციებს აკადემიურ პერსონალს. მისივე თქმით, ზუგდიდში სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში, სამეცნიერო პიკნიკი მოეწყობა.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...