მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა-ტურავა "რუსთავი 2-ის" სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს...

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა-ტურავა “რუსთავი 2-ის” სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს მიმართავს

Published on

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონის თანახმად, მოსამართლე მერაბ ტურავა რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს მიმართავს.რუსთავი 2-ის იურისტები ამბობენ, რომ ტურავას შუამდგომლობა საეჭვოდ დაემთხვა დროში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე სათათბიროდ გასვლას.მერაბ ტურავას განცხადებით, მან საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და ჩათვალა, რომ უკეთესი იქნება მასზე გადაწყვეტილება 9 მოსამართლემ მიიღოს.რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისთვის მერაბ ტურავას ინიციატივა ადასტურებს, რომ საკონსტიტუციოს შესახებ ახალი კანონი თავიდანვე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული.კანონის ერთ-ერთი ავტორი ეკა ბესელია მერაბ ტურავას შუამდგომლობაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს. ის ამტკიცებს, რომ ახალი რეგულაცია მათ მხოლოდ რუსთავი 2-ის საქმისთვის არ მიუღიათ.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ახლა 7 დღიანი ვადა აქვს მერაბ ტურავას შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

რუსთავი2

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...