მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის გამგეობის თანამშრომლები შტატების შემცირების მოლოდინში არიან.

ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლები შტატების შემცირების მოლოდინში არიან.

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების შემცირება იწყება. გამგებლის მიერ 6 ივნისს გამოცემული ბრძანების შესაბამისად შტატების შემცირების პროცესი 45 დღეში უნდა დასრულდეს.მოსალოდნელ შემცირებებზე გამგეობის თანამშრომლები უკვე გააფრთხილეს, თუმცა როგორც ირკვევა, მათთვის სრულიად გაუგებარია რის საფუძველზე გამოსცა ბრძანება ედიშერ თოლორაიამ, რადგან ჯერ არც განმარტებები გაკეთებულა."გუშინ გაგვაფრთხილეს, განმარტებები ჯერ არ გაკეთებულა. ვიყავით ყველაზე მოქნილი მუნიციპალიტეტი, თავისი მართლაც მნიშვნელოვანი პროექტებით.არ ვიცი, რატომ გახდა საჭირო შემცირება", – აცხადებს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღურწკაია „ათინათისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.გამგეობაში შტატების შემცირების საკითხს მოქალაქე აქტივისტი ეგნატე შამუგია ეხმიანება, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართავს :“ბ-ნო ედიშერ, გავიგე შტატების შემცირებაზე ფიქრი დაგიწყიათ. მინდა გირჩიოთ, რომ პირველ რიგში განათლების განყოფილება უნდა გააუქმოთ, შემდეგ კი – მექანიზატორების. თუ რატომ განათლების განყოფილება შეგიძლიათ ამას თვალი ქვემოთ მოცემულ ბმულზე გადაავლოთ, თქვენთანც იგივე მდგომარეობაა.“-წერს შამუგია ფეისბუკის გვერდზე. ეგნატე შამუგიას მიერ მითითებული ბმული მერიაში შტატების საკითხს ეხება,“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები არასწორად და „ადილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის156-ე მუხლით განსაზღვრული საშტატო რაოდენობის მაქსიმალური ათვისების მიზნით რომ არის შედგენლი, ნათელია“-წერს ეგნატე შამუგია და მერიის მაგალითზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს შტატების შემცირებისკენ მოუწოდებს. ხოლო რაც შეეხება გამგეობას, თანამშრომლებისთვის უცნობია თუ რომელ განყოფილებებს შეეხება შემცირება.გამგეობაში 231 ადამიანი მუშაობს, აქედან 13 ხელშეკრულებით, დანარჩენი კი მუდმივი თანამშრომელია.საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში აცხადბენ, რომ საჯარო მოხელეების შრომითი ანაზღაურება განსაზღვრული წესის შესაბამისია და ის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 24% ოდნავ აჭარბებს.თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ეს ციფრი 25% არ უნდა აღემატებოდეს.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...