მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ დღეს მოაწერს ხელს პრეზიდენტის განკარგულებას ,,არჩევნების დანიშვნის შესახებ"

პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ დღეს მოაწერს ხელს პრეზიდენტის განკარგულებას ,,არჩევნების დანიშვნის შესახებ”

Published on

 პრემიერ-მინისტრი  სავარაუდოდ დღეს მოაწერს ხელს პრეზიდენტის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გამოცემულ განკარგულებას. ამ რამდენიმე დღის წინათ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს  რამდენიმე დღის წინ განუცხადა, რომ მთავრობამ მოიწონა ”არჩევნების დანიშვნის შესახებ” პრეზიდენტის განკარგულება და მას პრემიერი ხელს 8 ივნისისათვის  მოაწერს.

 კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება ”საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს. ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე – 8 ივნისიდან გადავიდეს. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ახალი განკარგულება 3 ივნისს გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...