მთავარისიახლეებისაზოგადოება"თუ მცოდნოდეს, უსინდისო ვიყო. არ ვარ პატარა ბიჭი, რომ ასეთი კომპლიმენტებით აიყვანო''...

“თუ მცოდნოდეს, უსინდისო ვიყო. არ ვარ პატარა ბიჭი, რომ ასეთი კომპლიმენტებით აიყვანო” – ბიძინა ივანიშვილი ილიასთან შედარების თაობაზე

Published on

"თუ მცოდნოდეს, უსინდისო ვიყო. არ ვარ პატარა ბიჭი, რომ ასეთი კომპლიმენტებით აიყვანო ან პირიქით, წყობიდან გამოიყვანო.ეს  ნაკლებ საინტერესოა ჩემთვის", – განაცხადა   ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, როცა  ჰკითხეს, როგორ რეაგირებს, რამდენად სიამოვნებს მისი შედარება ილია ჭავჭავაძესთან და მსგავსი   კომპლიმენტები 

არადა, ივანიშვილმა ამასწინათ  თავადაც განაცხად შემდეგი: ,,მე ვარ ერთადერთი მათგანი, ვინც აკმაყოფილებს ილიას სიტყვებს- ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა გავიზიაროთ, რომ ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა გავიზიაროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა და საკუთარი წარმატება უნდა ვეძებოთ ჩვენი ერის წარმატებაში.“, მე ვარ ერთადერთი მათგანი, ვინც ამ წესებს იცავს. თუ ვმართავ მთავრობას და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვმართავ, ვაკეთებ ყველაფერს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. 

რაც შეეხება კითხვას შევა თუ არა  მომავალ პარლამენტში მანანა კობახიძე, რომელმაც ივანიშვილის ღია წერილი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას შეადარა., მან უპასუხა, რომ,    მისი მოსაზრებით, მომავალი მოწვევის პარლამენტში მანანა კობახიძე მანდატს იმსახურებს.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...