მთავარისიახლეებიპოლიტიკასისტემის შეცვლის შესაძლებლობა ნულამდე დავიდა - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში

სისტემის შეცვლის შესაძლებლობა ნულამდე დავიდა – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში

Published on

15:47 07-06-2016
 

”სამართლიანი არჩევნები”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ: 
,, სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მსგავსი არათანმიმდევრულობა და უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით და რეალურად ხელიდან გაუშვეს ის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა საპარლამეტო არჩევნების არსებითად უკეთეს გარემოში ჩატარებას. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის დღის წესრიგიდან მოიხსნა საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვერსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა. პროექტი ინიცირებული იყო „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ და მათვე გაითხოვეს უკან. აღნიშნულის მიზეზად, ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, პროექტის მისაღებად არასაკმარისი ხმების რაოდენობა დაასახელა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ წინასწარ გამართული კონსულტაციებისას საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა თანხმობა და მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაეჭირათ ე.წ. „გერმანული მოდელის“ მიღებისთვის. ამის მიუხედავად, 1-ელ ივნისს ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განხილვისას ჩავარდა. აღნიშნული კი განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატები ბოიკოტის მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომას. ამ ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოვუწოდეთ პარლამენტის წევრებს, მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ წარდგენილი პროექტის განხილვას და მხარი დაეჭირათ მისი მიღებისთვის. 
იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ პარტიებს სრული მობილიზება მოეხდინათ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, ცვლილებების პროექტი საერთოდ აღარ განიხილება. აღნიშნული პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალას მისცემდა შესაძლებლობას, საჯაროდ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ამასთან, მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი და არგუმენტები იქნებოდა გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის. კანონპროექტის სესიაზე განხილვა დამატებით შესაძლებლობას ქმნიდა საჭირო ხმების შეგროვების, ხოლო საკითხის საერთოდ მოხსნამ დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა სისტემის შეცვლის შესაძლებლობა. -ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...