მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკომენტაროდ: ხურჩაში მომხდარი მკვლელობა სააკაშვილისა და თურქეთის სპეცსამსახურების ერთობლივი აქციაა - აცხადებს...

უკომენტაროდ: ხურჩაში მომხდარი მკვლელობა სააკაშვილისა და თურქეთის სპეცსამსახურების ერთობლივი აქციაა – აცხადებს პარტია „ჩვენი სამშობლოს“ ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი

Published on

 
პარტია „ჩვენი სამშობლოს“ ლიდერმა ზვიად  ჩიტიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ  ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ ის სპეციალურად გაფრინდა მოსკოვში და მრგვალ მაგიდასთან გავლენიან აფხაზებს, ოსებს, რუსებსა და ქართველებს შეხვდა.

„მოკლედ გეტყვით- ამ შეხვედრაზე რიგითი აფხაზები გავლენიან აფხაზებს ისეთ მწვავე შეკითხვებს უსვამდნენ და ისე მკაცრად სთხოვდნენ პასუხს მომხდარის გამო, რომ გაოცებული დავრჩი. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აფხაზები, რუსები და ოსები მართლაც არიან მზად ქართველებთან შესარიგებლად!

შეხვედრაზე გამოიკვეთა აზრი, რომ მომხდარი მკვლელობა არის სააკაშვილისა და თურქეთის სპეცსამსახურების ერთობლივი აქცია! გავლენიანი აფხაზი ძმებისგან მივიღე პირობა, რომ მკვლელი რაშიდ კანჯი-ოღლი უმკაცრესად დაისჯება და მას ხელს არ დააფარებენ!“ – აცხადებს ჩიტიშვილი.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...