მთავარისიახლეებისაზოგადოებასაიდან გინდა მოიყვანო ამდენი მცოდნე გამგებელი? - ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის...

საიდან გინდა მოიყვანო ამდენი მცოდნე გამგებელი? – ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემაზე საუბრობს

Published on

რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ”პალიტრანიუსის” ჟურნალისტის ემა ტუხიაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. 

დაგეთანხმებით, რომ კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს და უნდა იყოს კიდეც. გუნდის ბევრი წევრი იყო წინააღმდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც კბილებით გავიტანეთ. დღესაც ძალიან ბევრი შფოთავს, რომ გამგებელს ვერაფერს მოუხერხებ და არაფერი ესმის, თან ამ დროს არაფერი იცისო. საიდან გინდა მოიყვანო ამდენი მცოდნე გამგებელი? მაგრამ თუ გინდა რომ იყოს მომავალში ეს უბედურება უნდა ავიტანოთ, ამ სიტუაციაში ვმართავთ და მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისით რეიტინგებში გვაქვს მაქსიმალური შედეგი. პრემიერობის დროს რამდენიმე გამგებელთან შეხვედრა მქონია. პრემიერ-მინისტრობისას რამდენიმე გამგებელს შევხვდი. გამგებლები მეუბნეოდნენ ამა თუ იმ საკითხზე თუ უფლებას მომცემთ, მე კი ვეუბნეოდი, რომ კანონით უფლება ჰქონდათ, თუმცა ამას ვერ აცნობიერებდნენ. ამის გაცნობიერების პროცესი მიდის. ზოგმა ზედმეტად გამოიყენა ეს უფლებამოსილება, მაგრამ ზოგს ამის მოსმენა არ უნდა, რადგან არჩეულია და ხელს ვერავინ შეახებს. აკლიათ კვალიფიციურობა, მართვის გამოცდილება არ აქვთ და არ იციან ეკონომიკა. დღეს მთავრობა არის მაქსიმალურად ხალხის სამსახურში. ადრე იყო მთავრობა, რომელიც გვიმსახურებდა მთელ საზოგადოებას, დღეს გვყავს მთავრობა, რომელსაც ხალხი აკონტროლებს, ხალხს უსმენს და ვერავინ იტყვის რომ კორუფციაა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...