მთავარისიახლეებიკულტურა„სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი 629 000 ფუნტად, ლადო გუდიაშვილისა კი 75...

„სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი 629 000 ფუნტად, ლადო გუდიაშვილისა კი 75 000 ფუნტად გაიყიდა

Published on

 
16:18 07-06-2016

ლონდონის „სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ 629 000 ფუნტად, ლადო გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“ (ნიკო ფიროსმანის პორტრეტი) კი 75 000 ფუნტად გაიყიდა. 
ამის შესახებ ინფორმაციას თავად „სოთბის“ აუქციონის სახლი ავრცელებს.
”შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი 150 000 ფუნტი იყო, ”ჩვენი ნიკოსი“ კი 4 000 ფუნტი. "სოთბის" ვებ-გვერდზე არ არის აღნიშნული, თუ ვინ შეიძინა ქართველი მხატვრების ნამუშევრები. 
აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი მხატვრის ნამუშევრები „სოთბის“ აუქციონზე რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში იყო წარმოდგენილი. 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...