ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სამმართველოს პრეს-სამსახურის ცნობით, დღეს რუსეთის სარკინიგზო მიმოსვლის სამსახურმა აღადგინა ელმავლების მოძრაობა ადლერსა და გაგრას შორის. “რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 20 ივნისიდან ყოველდღიურად ივლის სამი წყვილი სამგზავრო მატარებელი ქალაქ ადლერსა და გაგრას შორის. თითოეულ ელმავალს ოთხი ვაგონი აქვს და გათვლილია 232 მგზავრის გადაყვანაზე. ელმავლები იმოძრავებს დილის, დღის, საღამოსა და ღამის საათებში, ახალი მარშრუტის სიგრძე 40 კილომეტრია, დრო, რომელიც სჭირდება ამ გზის დაფარვას სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების საკონტროლო ღონისძიებათა ჩათვლით დაახლოებით ორი საათია ყველა მიმართულებით. მგზავრობის ღირებულება 200 რუბლია.“ – ნათქვამია პრეს-სამსახურის ინფორმაციაში. მგზავრთა გადაყვანას განახორციელებს ჩრდილოეთ კავკასიის სამგზავრო მატარებლების კომპანია. როგორც ცნობილია, საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რომელიც 2011 წელს აღდგა, დროპებით შეწტყვეტილი იყო 2014 წლიდან საგარეუბნო გადამყვან კომპანიასთან ხელშეკრულების შეცერების გამო. ამ ხნის მანძილზე სარკინიგზო მიმოსვლას რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახორციელებდნენ შორი მარშრუტის სამგზავრო მატარებლები: მოსკოვი – სოხუმი, სანკტ – პეტერბურგი-სოხუმი და ვორონეჟი – სოხუმი. მომზადებულია ინტერფაქსისა და აფსნი – რუ-ს ინფორმაციის მიხედვით.
დღეს განახლდა ელმავლების მოძრაობა ადლერსა და გაგრას შორის
სიახლეები
საზოგადოება
ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს
დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...
საზოგადოება
მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...
საზოგადოება
დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი
ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...
საზოგადოება
პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI
კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...