მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენ საოცრებას მივაღწიეთ 4 წლის განმავლობაში- ივანიშვილის პასუხი კითხვაზე, რისი გაკეთება...

ჩვენ საოცრებას მივაღწიეთ 4 წლის განმავლობაში- ივანიშვილის პასუხი კითხვაზე, რისი გაკეთება ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ

Published on

ჩვენ საოცრებას მივაღწიეთ 4 წლის განმავლობაში – ექსპრემიერმა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ოთხ წლიანი მმართველობა შეაფასა და შეუსრულებელ დაპირებებზე ისაუბრა. კითხვაზე რისი გაკეთება ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

„კითხვაზე რა არ გამოგვივიდა მე პირადად თქვენმა კოლეგამ შემახსენა, ჟურნალისტობა მინდოდა , საზოგადოება 20/30 დავაფუძნე და მეტის იმედი მქონდა და მინდოდა ძალიან რაღაც ცენტრი გამოსულიყო, კრიტიკული მასა შექმნილიყო, რომელზეც სწორებას გააკეთებს დარჩენილი საზოგადოება და 20.30 როდესაც დავაფუძნე უფრო მეტის იმედი მქონდა და ძალიან ვცდილობდი და ცოტა არ მომწონს რაც მივიღე ის შედეგი. ვერ შევძელი თუ არ შეიძლებოდა უფრო რთული ანალიზი. მე ვფიქრობ , რომ საზოგადოებას სჭირდება გლობალურად მსგავსი ორგანიზაცია თუ საზოგადოება , რომელზეც შეიძლება ორიენტაცია გააკეთოს , მისგან დაიჯეროს და მას გაჰყვეს. ეს პირადულს რაც შეეხება.

ზოგადად გუნდს იმედი მქონდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში იმედი მქონდა , რომ საკონსტიტუციო კომისია მოახერხებდა უფრო მეტს . რეალურად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ვერ მოხერხდა. ამასაც აქვს ალბათ სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც და სხვა ბევრი წვრილმანიც შეიძლება გავიხსენოთ, რომ შეიძლებოდა ოდნავ უკეთ, მაგრამ პრინციპულად ჩვენ მივიღეთ შედეგი, აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. ოპონენტები ალბათ ისევ გაზვიადებას მომაწერენ, მაგრამ ვისაც ოდნავ ანალიზის უნარი აქვს , იქ სადაც ჩვენ ვიყავით და იმის გაგრძელებით რაც შეიძლებოდა , რომ ჩვენ მიგვეღო , კატასტროფისკენ მივდიოდით და სადაც დღეს ვართ , აი საოცარი გარდაქმნა მოხდა საზოგადოებაში. ჩვენ საოცრებას მივაღწიეთ 4 წლის განმავლობაში,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...