მთავარისიახლეებისაზოგადოებამარგველაშვილი ვერც ნაციონალებს გამოადგება - ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტსაც არ დააკლო

მარგველაშვილი ვერც ნაციონალებს გამოადგება – ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტსაც არ დააკლო

Published on

ყოფილმა პრემიერმა დღეს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი საკუთარი განცხადებებით ხშირად ასხამს წყალს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე, თუმცა იქვე დასძინა, რომ პრეზიდენტი „ნაციონალების“ კაცი არ არის, რადგან მათთვისაც (ენმ-სთვის) არა არის სასარგებლო.
ივანიშვილი ლევან მურუსიძის სკანდალის შექმნაში ოპოზიციას და "მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს" ადანაშაულებს. "ეს თემაც (ლევან მურუსიძის სკანდალი) მათი ანგაჟირებულია. თავისი პოზიციებით, ბევრი ჩაერთო ამ პროცესში, მათ შორის პრეზიდენტიც, მათ წისქვილზე ხშირად ასხამს წყალს, მაგრამ არ მგონია, რომ ის მათი კაცი იყოს, ის მათთვისაც არ არის დიდად სასარგებლო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პრემიერისა და პრეზიდენტის ურთიერთობაზეც და  ასევე მისი მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ ჯანსაღ კრიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მხოლოდ სწორი კრიტიკით, შეცდომებზე მინიშნებით შეიძლება გამოასწორო ადამიანიც და ინსტიტუტიც. რასაც მაგალითად დავით ბერძენიშვილი ტრაბახობს, რომ პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი არასდროს გაუკრიტიკებია და ამით ამაგრებს მის ინსტიტუტს, პირიქით, ამით დათვურ სამსხურს უწევთ. თუ შენ გინდა ინსტიტუტი ძლიერი იყოს, ოღონდ არგუმენტირებული და სწორი კრიტიკა უნდა ახლდეს მას და დღესაც ნებისმიერი შემიძლია გავიმეორო, იქიდან ვერცერთი პასუხი ვერ მოვისმინე დღესაც, რომ იმ არგუმენტებზე არგუმენტირებულად რომ ეპასუხა პრეზიდენტის სამსახურს ან მას თვითონ, რომ მე ვცოდავდი და სწორი არ ვიყავი,“ – აღნიშნავს პრემიერი.

მისი შეფასებით, კვირიკაშვილმა უფრო "დაბალანსებული პოლიტიკა აირჩია".

„კვირიკაშვილმა რომ ნახა, რომ პრეზიდენტსაც და მის მეხოტბეებსაც, რომლებსაც ჰგონიათ რომ ინსტიტუტს ამაგრებენ, პატივს არ სცემენ ამ ინსტიტუტს საკუთარი ქცევით, მან კრიტიკა შეაჩერა და გაყვა. კავკასიური ცარცის წრე თუ გახსოვთ, ფინალში ბავშვი, კვირიკაშვილმა აჩვენა, რომ ჭეშმარიტად უყვარს ის ბავშვი, რასაც საქართველო ქვია და ის რომ გაგლეჯას ცდილობს, გადააყოლა რამდენიმე მომენტში, თუმცა სტრატეგიულად. კვირიკაშვილთან მე თანახმა არ ვიყავი, როდესაც ამ საკითხზე პოზიციებს ვათანხმებდით თავის დროზე და დღესაც არ ვარ თანახმა, მაგრამ გააკეთა ისე, როგორც თვითონ ფიქრობდა და არა ისე მე რომ მინდოდა,“ – აღნიშნავს ივანიშვილი. 

სიახლეები

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...

დაკავებულია დაცვის პოლიციის თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,...

ზელენსკი არის უმადური ადამიანი – შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" ლიდერი, შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტს "უმადურ ადამიანს" უწოდებს. როგორც მან ქართველ ჟურნალისტებთან თქვა,...