მთავარისიახლეებისაზოგადოებასად არის ბიძინა ივანიშვილის ახალგაზრდობა - ივანიშვილი მის შემდგომ პრემიერებზე

სად არის ბიძინა ივანიშვილის ახალგაზრდობა – ივანიშვილი მის შემდგომ პრემიერებზე

Published on

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილში მან თავისი „ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი“ ნახა. „გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების, უანგარობის და იმის განწყობის, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს და მხოლოდ იგივე დანიშნულება და იგივე მიზანი აქვს გიორგისაც. ქონებრივად შეიძლება უფრო მეტი გამაჩნდეს, მაგრამ გიორგის ჩემზე არანაკლები განწყობა აქვს და ამისთვის არის მთავრობაში. მარტო გიორგი არ არის ასეთი, სხვებიც არიან, მაგრამ გიორგიზე შემიძლია გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რომ საოცარი პიროვნებაა. ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და ამავდროულად არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი, ფინანსისტი და მხოლოდ იმ განწყობით გახლავთ მთავრობის მეთაური, რომ მოემსახუროს თავის ქვეყანას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით  მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი მისი ნათესავების საკითხი გახდა. ექსპრემიერი ღარიბაშვილის ქმედება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილს დიდი პოტენციალი აქვს და მისი პოლიტიკაში დაბრუნება მოსალოდნელია:„ჯანყარაშვილის თემა წამოიწია, მისი ნათესავების. გაასწორა თემა და მერე კითხვაც დასვა, იქნებ აღარ ღირსო. მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ნებისმიერ დროს შეაღებს პოლიტიკაში კარს."- განაცხადა ივანიშვილმა.

ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად ეკითხება თუ არა, ხომ არ დადგა მისი წასვლის დრო,  ბიძინა ივანიშვილმა განცხადა „ის ( კვირიკაშვილი) მხოლოდ ერთი მიზნით არის პრემიერ-მინისტრი, რომ საკუთარ ხალხს მოემსახუროს. არავითარი პირადული მასაც არ აქვს. მიუხედავად იმისა, იმდენი არა აქვს, რამდენიც მე, აბსოლუტურად ჰყოფნის ეს კაცი იმას, რაც აქვს და ბედნიერია. აბსოლუტურად მსუბუქად დატოვებს ხელისუფლებას, თუ ამის ოდნავი მაინც საჭიროება გაჩნდება. ზოგადად გუნდში ეს თამაშის წესი რომ შემოვიდა, არის ბედნიერება არამარტო საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკაში შემოვიტანე და დავაფუძნე მთავარი – მოვედი და ხელისუფლების ზენიტში მყოფმა კაცმა მეორე დღესვე დავტოვე თანამდებობა. ეს გაიმეორა ღარიბაშვილმა. გუნდის წევრები ცდილობენ, რომ ეს თამასა შეინარჩუნონ. შეიძლება ერთი-ორჯერ მანამდეც ჰქონდა ღარიბაშვილს შეკითხვა – ბატობო ბიძინა, ხომ არ დადგა დრო, მეც თქვენთან წამოვიდეო? ეს კარგია. კვირიკაშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდა პრემიერია და პრინციპში ამის საჭიროება და არანაირი კრიზისი არ ჰქონია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...