მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილი: ეს კაცი აფასებს თავისი გადმოსახედიდან - ეს რომ ამერიკაში...

ბიძინა ივანიშვილი: ეს კაცი აფასებს თავისი გადმოსახედიდან – ეს რომ ამერიკაში მოხდეს, ალბათ ქუჩები გაივსება ხალხით, შფოთავს იან კელი, რომ რამე ისეთი არ მოხდეს, მაგრამ ქუჩები ხალხით აქ ვერ გაივსება

Published on

ივანიშვილი რუსთავი 2-ის სასამართლოსთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იან კელის აშფოთებს ის საკითხი, რომ აღნიშნულმა მოვლენებმა არჩევნებზე ცუდი ეფექტი არ მოახდინოს, რაც მისთვის მისაღები და გასაგებია. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ამ თემაზე იან კელისთან შეხვედრა და საუბარი ჰქონდა და მათი აზრები თანხვედრაშია.

„ის რომ არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე თვე და შეიძლება შეიცვალოს ტელევიზიის მენეჯმენტი, ეს მე არ მსურს, რადგან ევროპა და ამერიკა ამას ვერ გაიგებს. "მსურს აქცენტი გავაკეთო ელჩის განცხადებაზეც, რადგან არ მომეწონა ბევრი რამ. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს კაცი აფასებს თავისი გადმოსახედიდან, ეს რომ ამერიკაში მოხდეს ალბათ ქუჩები გაივსება ხალხით, ეს აბსოლუტურად მისაღებია. შფოთავს იან კელი, რომ რამე ისეთი არ მოხდეს, რაც ცუდ ეფექტს მიანიჭებს არჩევნებს. ქუჩები ხალხით აქ ვერ გაივსება, იმიტომ რომ სხვანაირი წარმოდგენა აქვთ ამ ტელევიზასთან. ვინც გამოსულა, გამოვა ისევ, მაგრამ გარეთ ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. აქ მე შეფასებას ვუკეთებ ნაციონალური მოძრაობის ხელწერას, რომ მათ მოახერხეს 9 წლის განმავლობაში, ეს სიცრუის მანქანა მაგრად ამუშავეს, განსაკუთრებით გარეთ, გარეთ მოტყუება უფრო იოლია. ჩვენ ვხედავდით ხალხს აწამებდნენ, ხოცავდნენ და შიმშილით კლავდნენ, რამდენიც არ უნდა ეხატა სააკაშვილს ვირტუალური სამყარო ტელევიზიებს, ამას ხალხი მაინც ხედავდა, მაგრამ გარეთ გაცილებით უფრო დავაზიანეთ თქვენი ხელწერით ჩვენი დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი,“- განაცხადა ივანიშვილმა.

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...