მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილი: გვარამია რატომ გამოაძევეს, ეს არ არის საინტერესო ჩემთვის. მომეწონა ნადირაშვილის...

ბიძინა ივანიშვილი: გვარამია რატომ გამოაძევეს, ეს არ არის საინტერესო ჩემთვის. მომეწონა ნადირაშვილის შეფასება, ასეთ მარგალიტებს რომ აფრქვევს რუსთავი 2-ზე, თურმე ეს არის მედიის დამხობა.

Published on

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს გამოეხმაურა. საქართველოს ექსპრემიერის განცხადებით, სასურველი იქნებოდა თუ რუსთავი 2-ი არჩევნებს არსებული ფორმით შეხვდება:

„ჩემი აზრით და ჩემი სურვილი იქნება რომ რუსთავი ორი არჩევნებს შეხვდეს იმ ფორმით როგორიც არის, თქვენ ძალიან ბევრი სიცრუეს ავრცელებთ, მაგრამ აქ მაგის გავრცობას ვერ მოვახერხებთ. თქვენ გაქვთ ნება იმისა, რომ სასამართლო პროცესების გარჩევა დავიწყოთ პირდაპირ ეთერში, თქვენი დირექტორი ხშირად უხეშობს და უზრდელობს სასამართლოზე, რადგანაც გამოაძევეს. ძალიან იშვიათად ვაკვირდები პროცესს, მონიტორინგს ვკითხულობ, ამის გახსენების სურვილიც არ მქონდა გვარამია რატომ გამოაძევეს, ეს არ არის საინტერესო ჩემთვის. მომეწონა ნადირაშვილის შეფასება, ასეთ მარგალიტებს რომ აფრქვევს რუსთავი 2-ზე, თურმე ეს არის მედიის დამხობა. შეეგუეთ, თქვენც უნდა მიეჩვიოთ ქალბატონო ეკა, თქვენი მეუღლეც, თქვენ რომ ყველნაირი პრივილეგია გქონდათ, თქვენს გუნდს, თქვენ უნდა შეეჩვიოთ იმას, რომ კანონი ყველაზე მოქმედებს. თქვენ დროს სასამართლო იყო ნოტარიუსი. სასამართლოს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. სასამართლოს მივეცით თვითგანვითარების საშუალება. შეეგუეთ ამას, 9 წლის განმავლობაში სათამაშოდ გქონდათ გადაქცეული, თქვენ დროს სასამართლო არ არსებობდა.“- მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს.

 რუსთავი 2-ის პროცესთან დაკავშირებით ივანიშვილმა ისიც განაცხადა, რომ იგი ხალვაშს და დვალს გარანტად დაუდგებოდა და ფინანსურ ზარალს აუნაზღაურებდა იმ შემთხვევაში თუ სასარგებლო პროცესი მათ სასარგებლოდ დასრულდებოდა, ოღონდ მენეჯმენტი და გვარამია არ შეცვალონ:

„მე პირადად გარანტად დავუდგებოდი ხალვაში იქნება თუ დვალი, თუ ორივე ერთად, და ვთხოვდი, ფინანსურად თუ რამე ზარალს ნახავდნენ პირადად ავუნაზრაურებდი, თუ მოხდა და სასამართლო დასრულდა მათ სასარგებლოდ, არ შეეხონ გვარამიას და არ შეეხონ მენეჯმენტს, საფასურად ჩემგან მოითხოვონ რაც უნდათ, ოღონდ ეგ სალაპარაკო არ დაგიტოვონ, რუსთავი 2 საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვება მოახერხოს“, – 

 ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით საუბარში ივანიშვილმა  კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ტელეკომპანია სიცრუის ტირაჟირებაში და სასამართლოს მუშაობაში ხელისუფლების ჩარევა კატეგორიულად გამორიცხა.„თქვენი სურვილია , რომ ჩვენ სასამართლო პროცესების გარჩევა დავიწყოთ საჯაროდ, ტელევიზიებში, რაც ძალიან რთულია. ჩემი აზრით, შეუძლებელიცაა. ეს სპეციალობას მოითხოვს, მას სპეციფიკაა აქვს თავისი და ჟურნალისტებს, შეიძლება ვიღაც არის იურიდიული განათლების და სასამართლოც კარგად იცის, შეიძლება შევიდე პოლემიკაში მაგრამ. თქვენი მცდელობა, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ჩვენ , რომ დავჭრათ სასამართლო და იმის ამონარიდის თქმის სურვილიც არ მაქვს, რომ თქვენი დირექტორი, იქ ძალიან ხშირად უხეშ სიტყვებს ხმარობს და უზრდელობს და მაგიტომ გამოაძევეს სასამართლოდან, ესეც არ მინდოდა , რომ გამეხსენებინა, რამეთუ მე არ ვაპირებ შეფასებას სასამართლო ქმედების.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც 2012 წლის აგვისტოში ბიძინა ივანიშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუს ეხება, და რომელშიც  იგი  აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაში  რუსთავი 2-ის აბსოლუტურად ფორმალური მმართველი და შემთხვევითი მეპატრონეა,  ივანიშვილმა განაცხადა – „ეს მქონდა მხედველობაში, რომ ყველა ტელევიზიის ფორმალური მმართველი იყო სააკაშვილი, ფული ჩადო ქიბარ ხალვაშმა მაგ ტელევიზიაში, გვარამიასგან განსხვავებით,“ 

ჟურნალისტის კითხვა, რომელიც ასევე 2012 წლის ინტერვიუს ეხება, სადაც საუბარია იმაზე, რომ მან ბევრი რამ იცის ამ საკითხის ირგვლივ, ყოფილმა პრემიერმა პრემიერმა არ უპასუხა.

„მე ბევრი რამ ვიცი შვილი, ყველაფერს აქ ვერ ვიტყვი დღეს, მოვახერხებ, თქვენ ვერ მაიძულებთ ამას. თქვენი მინიშნება მივიღე და მოვისმინე, მაგრამ ჯიუტად რომ იმეორებთ, ასე არ შეიძლება. მე რისი სურვილიც მაქვს იმას ვიტყვი,“ – აღნიშნა ბიძინა მან. 

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...