მთავარისიახლეებისაზოგადოებაექსპრემიერს ეჭვი არ ეპარება, რომ კორცხელში მომხდარი ამბავი ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ...

ექსპრემიერს ეჭვი არ ეპარება, რომ კორცხელში მომხდარი ამბავი ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო

Published on

კორცხელის ინციდენტი ძალიან სამარცხვინო იყო და ძირითადი პასუხისმგებლობა ძირითადად მთავრობას ეკისრება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილის აზრით, მომხდარმა ”ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო”. ”კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო და მე გუნდსაც და მთლიან საზოგადოებასაც მოვუწოდებდი, რომ ეს აღარ განმეორდეს. ქვების სროლით მოვიდა ერთი გუნდი და იმით დაასრულა. ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით. ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მმართველ გუნდს. ეს უნდა გააცნობიერონ ძალიან კარგად და მეტი მოთმინება უნდა იქონიონ. დაწვრილებით არ ჩავუღრმავდები ფორმებს – ვინ ვინ მიიყვანა, ვინ რა გამოიწვია, მაგრამ, საერთო ჯამში, ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო. ერთი პლუსი შეიძლება ჰქონდეს ამას, რომ დასკვნები გააკეთონ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ეს იყო სირცხვილი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპრემიერს ეჭვი არ ეპარება, რომ მომხდარი ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ”კადრებიც ვნახე, ისიც კარგად შევამჩნიე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, რომ შედეგი მიიღო, მაგრამ ეს არაფრით არ ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...