მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა აცხადებს, რომ ...

ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა აცხადებს, რომ მაქსიმუმი გაკეთდა, დანარჩენს სჭირდება დაახლოებით, 10-15 წელიწადი

Published on

ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, დაახლოებით, 6-ჯერ და უფრო მეტად ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა 3-4 წელიწადში, მაქსიმუმი გაკეთდა. 
”დემოკრატიული ღირებულებები შეიძლება შევადაროთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც კი, ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. დაახლოებით, 6-ჯერ და უფრო მეტად (გააჩნია რა განზომილებით, მოვახერხებთ შედარებას) ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. შესაბამისად, პრობლემა და ცდუნება დიდია იმისა, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი დავაბრალოთ, რომ მან 3-4 წელიწადში ვერ მოხერხა ეს პრობლემა გადაეჭრა. ჩემი აზრით, ეს თეორიულად შეუძლებელია. რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, 3-4 წელიწადში მაქსიმუმი გაკეთდა, დანარჩენს სჭირდება დაახლოებით, 10-15 წელიწადი, თუ ჩვენ მოვახერხებთ ვიქნებით სტაბილურები და ყველა იმ ღირებულებებს დავიცავთ და სწორი გზით წავალთ, ჩვენ შეგვიძლია უმოკლეს დროში მოვახერხოთ და ჩავდგეთ განვითარებული ქვეყნების რიგში”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე გარედან შეფასდა. 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...