მთავარისიახლეებიპოლიტიკაანი წითლიძე- "ყინულის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთგვარი კორუფციის წყარო გახდა ვიცე- მერისთვის"

ანი წითლიძე- “ყინულის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთგვარი კორუფციის წყარო გახდა ვიცე- მერისთვის”

Published on

 ზუგდიდში ყინულის სახლთან ბრიფინგი გამართა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძემ.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა "5 მილიონის ღირებულების ყინულის სახლი, რომელიც ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი, მავნებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პირობებში ჩამონგრეულია და მისი სარეაბლიტიცაციო სამუშაოები კორუფციის წყარო გახდა ზუგდიდის ვიცე მერისთვის გია გულორდავასთვის. სწორედ ვიცე მერის ლობირებით ყინულის სახლის 850 ათასი ლარის ღირებულების სარებილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა შპს კომპანია გილანი XXI (გულორდავას მეგობრების კომპანია) რასაც საბოლოოდ მისი ავარიული ჩამონგრევა მოყვა. ზუგდიდის მერია მოიტყუა როდესაც თქვა რომ ჩამონგრევის შემდეგ სარებალიტიციო სამუშაოებს კულტურის სამინისტრო აიღებდა საკუთარ თავზე, ბოლოს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სარეაბლიტიაციო სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან კიდევ ერთხელ გამოიყო და ის უნდა შეასრულოს იგივე კომპანია შპს გილანი XXI რომელსაც ვიცე მერი გულორდავა მფარველობს. რეალურად ზუგდიდის ყინულის სახლის სარეაბლიტიაციო სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხა ე.წ. ატკატებით სწორედ მის ჯიბეში მიდის"-განაცხადა წითლიძემ.

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...