მთავარისიახლეებისაზოგადოებარამადანი იწყება. ,,ოდიში ნიუსი'' უერთდება სახალხო დამცველს და ულოცავს ამ დღეს...

რამადანი იწყება. ,,ოდიში ნიუსი” უერთდება სახალხო დამცველს და ულოცავს ამ დღეს მუსლიმ თანამოქალაქეებს

Published on

დღეს მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანი თვე – რამადანი იწყება. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი  ულოცავს რამადანის დაწყებას  საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს და  სულიერ და ფიზიკურ მხნეობას,  მათი რელიგიური ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის მშვიდობით გავლას უსურვებს.
ცნობისათვის: რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა ანგელოზი გაბრიელის (არაბულად ჯიბაილის) მეშვეობით მუჰამადს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა.

რამადანის მარხვა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მან დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისგან თავი უნდა შეიკავოს – ჭამისგან, სმისგან და სქესობრივი ცხოვრებისგან, ამ აკრძალვებისგან იგი თავისუფლედება მზის ჩასვლის შემდეგ, თუმცა მორწმუნეს ღამის საათებშიც მხოლოდ სიკეთის ქმნა მართებს.

მარხვა 30 დღის მანძილზე გრძელდება და სამდღიანი ზეიმით მთავრდება.

თავისი შინაარსითა და ფორმით მარხვის თვე (მარხვა ყოველდღიურად განთიადიდან მზის ჩასვლამდე გრძელდება) მუსლიმთათვის ზეიმის თვეა. სწორედ რამადანის დროს აღინიშნება წელიწადის ორი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული:

ა) „ბედისწერის ღამე“ (ლაილათ ალყადრ), რომლის დროსაც მუსლიმები კაცობრიობისათვის ყურანის გამოცხადებას ზეიმობენ და ბ) მარხვის შეწყვეტის დღესასწაული (იდ ალ-ფიტრ), რამადანის დასასრულს.

,,ოდიში ნიუსი''  უერთდება სახალხო დამცველს და ულოცავს ამ დღეს მუსლიმ თანამოქალაქეებს

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...