მთავარისიახლეებისაზოგადოებასამ თვეში სამეგრელო - ზემო სვანეთში ჰეპატიტის მკურნალობის ახალი სიმძლავრის სერვის-ცენტრი...

სამ თვეში სამეგრელო – ზემო სვანეთში ჰეპატიტის მკურნალობის ახალი სიმძლავრის სერვის-ცენტრი გაიხსნება

Published on

,, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც, სამწუხაროდ, საშუალო ციფრზე სამჯერ მაღალია ჰეპატიტის მაჩვენებელი, დავიწყებთ ახალი მძლავრი სერვის-ცენტრის მშენებლობას და სულ მალე პაციენტებს გაზრდილი რესურსებით ექნებათ ეფექტური და სწრაფი მკურნალობის მიღების საშუალება",- განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც იმ კრიტერიუმების გაუქმებას მიეძღვნა, რომლითაც აქამდე იზღუდებოდა პაციენტების C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში .

ამ განცხადებით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, როგორც ადრე იყო დაანონსებული,  C ჰეპატიტის  მართვის ილიმინაციის პროგრამით  სარგებლობის გამარტივების მიზნით ,   ზუგდიდი , ისვე როგორც სხვა რეგიონები,  ეტაპობრივად ჩაერთვება C ჰეპატიტის პროგრამის მომსახურებაში –    საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  ამ ეტაპზე სამეგრელოში უკვე გადამზადებულია მედპერსონალი და მიმდინარეობს შესაბამისი სამზადისი –  „სერვისცენტრს'' სჭირდება კარგად მომზადებული ნიადაგი აღჭურვილობისა და ექიმების პროფესიონალიზმის ჩათვლით –  გაძლიერებული დაცვა,  მედიკამენტის შენახვა – გაცემისათვის აუცილებელი პირობები. 

 

დღეს რეგიონში მცხოვრებთა ნაწილი შესაბამის პროცედურებს თბილისის კლინიკებში გადის , მაგრამ    ბევრ ადამიანს, თუნდაც უფასო მურნალობისა და დიაგნოსტიკის ნაწილობრივი თანადაფინანსების პირობებშიც კი უჭირს  თბილისში მიმოსვლა ამ პროგრამით სარგებლობისთვის.

ეს ნაბიჯი დამატებით ძალიან დიდი შვება იქნება მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში გადაადგილების საშუალებაც კი არქვთ.  

აღსანიშნავია, რომ , როცა ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი C ჰეპატიტის მკურნალობის ახალი პროგრამა დაანონსა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ უფასო მკურნალობით სარგებლობა შეეძლებოდათ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთ, მათშორის ეთნიკურად აფხაზებს. ზუგდიდში სერვის ცენტრის გახსნა ამითაც არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი.  

 

 

 

 

.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...