მთავარისიახლეებისაზოგადოება10 ივნისიდან ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად თავისი დაავადების ფაზისა ან სიმძიმისა, შეეძლება...

10 ივნისიდან ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად თავისი დაავადების ფაზისა ან სიმძიმისა, შეეძლება ისრგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით

Published on

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები უქმდება. ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგი გამართა. C ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით. პაციენტს შესაძლებობა ექნება ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიუხედავად, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უსასყიდლოდ მიიღოს. 

„10 ივნისიდან ვაუქმებთ პაციენტის ჩართულობის კრიტერიუმს. მოგეხსენებათ, ეს კრიტერიუმი იყო მხოლოდ ყველაზე მძიმე კლინიკური მდგომარეობა. 10 ივნისიდან ეს კრიტერიუმი აღარ იარსებებს. ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად თავისი დაავადების ფაზისა ან სიმძიმისა შეეძლება ამ პროექტში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაერთოს. ამასთან, მეორე მნიშვნელოვანი სიახლის თანახმად, თუკი აქამდე პაციენტს განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე საშუალოდ ორი თვე სჭირდებოდა, ჩვენ ამ პროცესს ორი კვირის ფარგლებში ვამცირებთ. კიდევ ერთი პოზიტიური სიახლეა ის, რომ თუკი არსებული კონტრაქტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა მხოლოდ 5 000 ყველაზე მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტის მკურნალობას და შემდგომ 20 000 პაციენტის მკურალობას, ეს პროცესი უკვე შეიცვალა. 5001-ე პაციენტმა ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში მიიღო მკურნალობა. დღეის მდგომარეობით, პროგრამაში 9 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული, ანუ რეალურად მეორე ფაზა უკვე ნოემბერში დაიწყო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...