მთავარისიახლეებიპოლიტიკამოძრაობა ,,ახალი საქართველო'' გახსნილია ყველა პროდასავლური ძალისთვის – თბილისში ახალი მოძრაობის დაფუძნების...

მოძრაობა ,,ახალი საქართველო” გახსნილია ყველა პროდასავლური ძალისთვის – თბილისში ახალი მოძრაობის დაფუძნების ცერემონიალი მიმდინარეობს

Published on

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ დაფუძნების ღონისძიება მიმინარეობს. შეკრებილებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სიტყვით მიმართავს.

მიუხედავად ცუდი ამინდისა, აქ ვართ და როგორც კი დავიწყეთ ღონისძიება, გამოვიდა კაშკაშა მზე, ასე გამოვა კაშკაშა მზე მთელ საქართველოში, –  ასე დაიწყო მან თავისი სიტყვა. 

”ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე განცხადება რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე. იმ მომენტში ჩემს გვერდით იდგა სულ რამდენიმე თანამოაზრე, მაგრამ უკვე მაშინ მქონდა თქვენი იმედი, რომ საქართველოში უამრავი ენერგიული, სამშობლოზე შეყვარებული გონიერი ადამიანია, რომლებსაც აქვთ ახალგაზრდული ჟინი, ზრდასრული სიდინჯე, გონიერება და პროფესიონალიზმი და რომლებსაც ყელში ამოუვიდათ პოლიტიკოსების ეგოცენტრიზმი, უუნარობა, თავგასულობა და აღარ უნდათ იყვნენ მათი კაპრიზებისა და ხუშტურების მძევალი. ამ ადამიანებს უნდათ არა ილუზორული ოცნება ან დაყვედრებული წარმატება, არამედ საკუთარი ხელით შექმნილი ახალი საქართველო. მათ უნდათ სამშობლო სადაც ლაღად, მშვიდად იცხოვრებენ, გაზრდიან შვილებს და იხალისებენ შვილიშვილებთან ერთად. ექნებათ თავიანთი საქმე, რომელიც ეყვარებათ და რომელიც მისცემს ღირსებას. იმ დღიდან გავიდა დაახლოებით ერთი თვე და ჩვენ უკვე ათასობით ვართ საქართველოს ყველა რეგიონიდან. მინდა მივესალმო ადმიანებს, ვინც გვერდში დაგვიდგა.

ჩვენ  შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე, რომელიც ასოცირდება თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლასთან, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დრამატული და გარდამტეხი მოვლენების შედეგად იწყებოდა ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპები. შევიკრიბეთ არა დაკეტილ დარბაზებში, არამედ ღია ცის ქვეშ. მიუხედავად ცუდი ამინდისა, აქ ვართ და როგორც კი დავიწყეთ ღონისძიება, გამოვიდა კაშკაშა მზე და ასე გამოვა კაშკაშა მზე მთელ საქართველოში”, – განაცხადა ვაშაძემ. 

მისივე თქმით, ”ახალი საქართველო” ქმნის შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქის თვითრეალიზებისთვის. ”ეს არის ჩვენს წარსულზე, ტრადიციასა და კულტურაზე დაყრდნობილი სრულიად ახალი პერსპექტივა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის ღირსეული და წარმატებული მოქალაქეების ქვეყანა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. ”ახალი საქართველო” არის ერთად შენება, პატივისცემა და არა შური და ბოღმა. ეს არის ცოდნის საზოგადოება, ახალი ტიპის განათლების სისტემა. ახალის აქართველო ეს არის ახალი სამუშაო ადგილები. ახლა საქართველო ფიზიკური შრომის ექსპორტიორი ქვეყანაა, თუმცა ჩვენ აქ უნდა დავფუძნდეთ და დავსაქმდეთ. ”ახალი საქართველო” არის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ეს არ არის ჰონგ-კონგი 2, შვეიცარია 2 ან სინგაპური 2, ეს არის საქართველო, სადაც ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა უნდა იყოს. ჩვენ მინიმუმ 2-ციფრიანი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. თუ მოვინდომებთ, თუ არ იქნება დაპირისპირება და ჩვენი აქცენტი იქნება ერთად დგომა და თანამშრომლობა, ამას აუცილებლად შევძლებთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ერთადერთი, ვისთანაც ის ვერ ითანამშრომლებს, პრორუსული ძალებია. ეს არის სრულიად ახალი ტიპის მოძრაობა. ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის, ყველა პროდასავლური ძალისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის დაპირისპირებები, სადაც ქვეყნის შიგნით მტერი არ გვყავს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ასევე ფართო კონსულტაციების გზით აპირებს მოძრაობაში ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის ჩართვას და პროგრამის ჩამოყალიბებას.

პლატფორმის დაფუძნების ცერემონიალს წინ უძღოდა მსვლელობა ვარდების მოედნიდან, იგი თბილისში მოსული  ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო დაგვიანებით დაიწყო, თუმცა მალევე გამოიდარა და რეგიონებიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა და თბილისის მცხოვრებლებმა მსვლელობა ერთდროულად ვარდების მოედნიდან, თავისუფლების მეტროდან და კოლმეურნეობის მოედნიდან დაიწყეს. 
 „ვარდების მოედანზე“ საპატრულო პოლიცის თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს.  საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია რუსთაველის გამზირზეც. 


 

 

სიახლეები

რუსული Су-27УБ ავიაგამანადგურებელი ავაფეთქეთ – ГУР

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР)იტყობინება, რომ 26 ივლისის ღამით რუსეთში კრასნოდარის მხარეში მდებარე აეროდრომ არმავირზე Су-27УБ ტიპის...

3 წლის ბავშვის მსხვერპლით დასრულებული ავარიის დეტალები – ტრაგედია ხობში

ერთი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების...

სამწუხაროდ, ქართული ოცნება ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას-დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს სადაც წერს, რუსეთის მტრულ ქმედებების საპასუხოდ სანქციები დაუწესეს...

საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა არ გადაუხვევს ავტორიტარულ კურსს-ევროპარლამენტი

კიდევ ერთი გზავნილი "ოცნებას"დასავლეთიდან - ივანიშვილის გუნდს ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ თუ "არ...