მთავარისიახლეებიკულტურასასულიერი პირებმა ზაჰესში კონცერტი ჩაშალეს

სასულიერი პირებმა ზაჰესში კონცერტი ჩაშალეს

Published on

ზაჰესში საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi JAM Fest 2016-ის ფარგლებში მიმდინარე როკ-მეტალ კონცერტი  სასულიერი პირებმა ჩაშალეს.

 კონცერტის მიმდინარეობის დროს, ტერიტორიაზე ისინი მრევლთან ერთად გამოჩნდნენ და ღონისძიება გააპროტესტეს.  კონცერტის შეწყვეტა მათ იმ არგუმენტით მოითხოვეს,  რომ "ახლოს სასაფლაოა" და "მუსიკის ხმა ეკლესიამდე ისმის".

ფესტივალის მიმდინარეობის დროს ელექტროენერეგიაც გამოირთო, თუმცა ენერგოპროჯორჯიან ამასთან დაკავშირებით რაიმე განმარტებაზე უარი განაცხადა.  

ამ დოისთვის საპატრულო პოლიციის წამრმომადგენლებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს ფესტივალის მონაწილეები და დამსწრეები. ადგილზე მხოლოდ სასულიერო პირები და მრევლი რჩებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  აღნიშნულ ადგილზე მართლაც იმყოფებოდნენ სასულიერო პირებო, თუმცა  კონფლიქტი არ ყოფილა: „ამ დროისთვის სიმშვიდეა. პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფება. მთავარმა ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ კონცერტი გაუქმდა და ეცდებიან, ხვალ ალტერნატიული ფართი მოძებნონ.

როკ მუსიკის  ფესტივალი Tbilisi JAM Fest 2016 ორდღიანია, იგი  დღეს, 4 ივნისს ზაჰესში დაგეგმილი კონცერტით უნდა დაწყებულიყო

 

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...