მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ასაჯაროებს ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას “რუსთავი 2”-სა...

რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ასაჯაროებს ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას “რუსთავი 2”-სა და “ტაბულასთვის”

Published on

რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ   “რუსთავი 2”-ს და “ტაბულას” ბიძინა  ივანიშვილისაგან შეთავაზება მიიღო და ასაჯაროებს მის შინაარსს. 

“რაკიღა ბატონმა ივანიშვილმა საჯარო კომუნიკაციის გზა აირჩია და საჯარო ინტერესიც მაღალია, ვაქვეყნებ მის შემოთავაზებას- ამბობს ნიკა გვარამია
  
ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება “რუსთავი 2”-ს და “ტაბულას”
დრო:
მომავალი კვირის ოთხშაბათი
ადგილი:
ნეიტრალური სივრცე(სასტუმრო, სხვა…) ქირის შემთხვევაში მზად ვართ ჩვენზე ავიღოთ სივრცის დაქირავების ხარჯები.
მონაწილეები:
2-3 ჟურნალისტი თითო არხიდან, ბიძინა ივანიშვილი და მოდერატორი
ეთერი:
პირდაპირი
ფორმატი:
ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპოდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი
თემები:
შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმობა “რუსთავი 2”-ის და “ტაბულას” გადაცემებში საზოგადოებისთვის მიწოდებული იმ ინფორმაციების განხილვას რომლებიც შეეხებოდა ივანიშვილის პერსონას და ხდებოდა სიცრუის ტირაჟირება.
მეორე ნაწილი დაეთმობა ივანიშვილის წერილში გაჟღერებული თემების განხილვას.
ბოლოს, არხებს ექნებათ საშუალება დასვან სხვა, მათთვის საინტერესო კითხვები”.

რუსთავი 2-ის პასუხს ამ ხსემოტავაზებაზე  გამოვაქვეყნებთ დღის განმავლობაში. მანამდე, საინტერესო იქნებოდა ჩვენი მაყურებლის დამოკიდებულება, ასახული კორექტულ კომენტარებში. წინასწარ გიხდით მადლობას.- დასძენს ნიკა გვარამია

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...