მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს იყო ყველაზე რბილი სასჯელი - ნიკა მელია კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის სასამართლოს...

ეს იყო ყველაზე რბილი სასჯელი – ნიკა მელია კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ

Published on

 ნიკა მელიამ ,“აიპრესის'' თხოვნით   კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეაფასა. მელია აცხადებს, რომ ხელისუფლების მცდელობის შედეგად კორცხელის ინციდენტში იდეტიფიცირებულ ადამიანებს ყველაზე რბილი სასჯელი შეეფარდათ. მისვე განცხადებით სასჯელი კორცხელის დაპირისპირებაში იდეტიფიცირებულ ყველა ადამიანს არ შეფარდებია.

“მე თავიდანვე ვაცხადებდი, რომ მე პირადად არ ვითხოვდი მათ დასჯას და არც ერთი იქ დაზარალებული, კანონს უნდა დაესაჯა და კანონით იყო გათვალისწინებული ის ქმედება, როგორ დასჯადი, მაგრამ სამწუხაროდ ყველამ ვიხილეთ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცადა ის შესაფერისი სასჯელი რაც ზონდერებს ეკუთვნოდათ, თავიდან აერიდებინათ და ყველაზე რბილი სასჯელი მიუსადაგეს, ხულიგნობის მუხლი წაუყენეს მეორე და მესამე ნაწილი. რა თქმა უნდა ეს არაადეკვატური სასჯელი იყო და არის, თანაც მხოლოდ 6 ადამიანს, მაშინ როდესაც მინიმუმ 12-13 ადამიანი იყო იქ ძალიან დიდი აგრესიით და მაღალი ძალადობის ხარისხით გამორჩეული.

ამიტომ ეს სასჯელი არის რა თქმა უნდა სასაცილო, საზოგადოების თვალის ასახვევად გაკეთდა და ამიტომაც როცა გახსენდება, რომ სამი ახალგაზრდა რომლებსაც სამ თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომლებმაც შეხლა-შემოხლის დროს პიჯაკის საყელო გაურღვიეს დეპუტატს, ამ ფონზე სახეზე გვაქვს შერჩევითი სამართალი”,-აცხადებს მელია.

ნიკა მელიას კორცხელის ინციდენტში მონაწილე ადამიანების დასჯის იმედი აქვს, თუმცა ოქტომბრის შემდეგ.

“მე დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები შესაბამის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ეს იქნება ოქტომბრის, ნოემბრის თუ დეკემბრის თვე, დარწმუნებული ვარ, საკადრისი მიეზღვებათ ამ მართლაც ზონდერებს, სპორტსმენებს ვერ ვუწოდებ, რადგან არც ერთი თავმოყვარე სპორტსმენი ისე არ იქცევა, როგორც ისინი იქცეოდნენ.

ეს მართლაც არაადეკვატურია, იქ რომ ყოფილიყო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, დაუმორჩილებლობის, სახეზე იყო ანგარიშსწორება პოლიციის თანამშრომლისა და ერთ-ერთი პოლიციელი ფიზიკურად გახდა ანაგარიშსწორების მსხვერპლი, მედიის თანამშრომლებისთვის ხელის შეშლა, უბრალოდ რამე სხვა მუხლი, გაცილებით მძიმე დაეყენებინათ, მაგრამ არც ერთ ადამიანს არც შევარდნაძის ხელისუფლების დროს მსგავსი დარღვევა არ შერჩენია, არც ჩვენი ხელისუფლების დროს არავის შერჩენია და არც ამ ხელისუფლების, კონკრეტულად ამ ზონდერების შემთხვევაში არ შერჩება”,-აცხადებს მელია.

ცნობისათვის, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კორცხელის ინციდენტში მონაწილეეებს აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხუთ მათგანს 7 ათას ლარიანი გირაო დაეკისრა, ერთს – 10 ათას ლარიანი.

სიახლეები

სამწუხაროდ, ქართული ოცნება ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას-დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს სადაც წერს, რუსეთის მტრულ ქმედებების საპასუხოდ სანქციები დაუწესეს...

საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა არ გადაუხვევს ავტორიტარულ კურსს-ევროპარლამენტი

კიდევ ერთი გზავნილი "ოცნებას"დასავლეთიდან - ივანიშვილის გუნდს ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ თუ "არ...

ია ანთაძე- საზოგადოებრივ მაუწყებელზე დახურეს ჩემი პროექტი-“საინტერესო ადამიანები“

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პროექტი „საინტერესო ადამიანები“ დახურა. ამის შესახებ ჟურნალისტი ია ანთაძე სოციალურ ქსელში წერს...

“მინდა იმ ქვაბს ვურევდე, რომელშიც თქვენ მოიხარშებით…” – მარიამ სიჭინავა გამოსახლების პროცესს ეხმიანება

სამოქალაქო აქტივისტი და უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილე, ზუგდიდელი  მარიამ სიჭინავა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გუშინ...