მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილი საყდრისის დაკნინებას ცდილობს

ივანიშვილი საყდრისის დაკნინებას ცდილობს

Published on

ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, საყდრისას მაღაროში ყველაფერი შესწავლილია, აღმოჩენილი ღირებული მასალა კი შენახულია.

საყდრისის კომიტეტის წევრები ბიძინა ივანიშვილის სიცრუეში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ყოფილი პრემიერი ორი დღის წინ სატელევიზიო ინტერვიუს დროს ჩადენილი დანაშაულის გამართლებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.

საყდრისის კომიტეტში ამბობენ, რომ მაღაროში ყველაფერი ღირებული რეალურად განადგურდა. ამის დასტურად დღევანდელ ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა ფოტომასალაც წარმოადგინეს.

„ბიძინა ივანიშვილის ცრუობს როცა ამბობს, რომ ძეგლი იყო ბოლომდე შესწავლილი, ცრუობს როცა ამბობს, რომ საყდრისიდან ყველაფერი ღირებული ამოტანილი და შენახულ იქნა. უნდა ითქვას, რომ თავად მაღარო იყო ყველაზე ღირებული. ივანიშვილი ცდილობს ფაქტების დამახინჯებით საყდრისის დაკნინებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მე მინდა გამოვეხმაურო მის განცხადებას მუზეუმთან დაკავშირებით, ბოლნისში მართლაც შენდება მუზეუმი, ეს არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, თუმცა ის არ არის უნიკალური მუზეუმი. დღემდე ვერ დავადგინეთ რა სახით უნდა უყოს საყდრისი ამ მუზეუმში წარმოჩენილი,“ – განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...