მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ბრძანებულება გამოსცა, -

გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ბრძანებულება გამოსცა, –

Published on

გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ბრძანებულება გამოსცა, – ამის შესახებ  პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

"საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს", – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით უკვე გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრს.

"კანონით გათვალისწინებულ ვადაში ველოდებით კონტრასიგნაციას პრემიერის მხრიდან", – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

პრემიერმა პრეზიდენტის განკარგულებას 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი, რის შემდეგაც ის საკანონმდებლო მაცნეში უნდა გამოქვეყნდეს. არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე წინასაარჩევნო კამპანია იწყება.
 

Print E-mail

FaceBook Twitter Google

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...