მთავარისიახლეებიპოლიტიკაანი წითლიძე მერაბ ქვარაიას:" ეჭვი გვაქვს, რომ ტენდერებს მფარველობთ"

ანი წითლიძე მერაბ ქვარაიას:” ეჭვი გვაქვს, რომ ტენდერებს მფარველობთ”

Published on

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ანი წითლიძე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ტენდერების ლობირებაში ადანაშაულებს.ამის შესახებ  დეპუტატმა  დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.წითლიძის განცხადებით, "გამოცხადებულ ტენდერებში თანამდებობის პირების ოჯახის წევრებისა და მათი ნათესავების მონაწილეობა საკრებულოს მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება, რაც ეჭვს ბადებს. დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ტენდერში მოგებული აქვს საკრებულოს წევრის ნათია ფიფიას მამა ელდარ ფიფიას, მისი პარტნიორია სოსო გოგოხია, რომელიც არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ირაკლი გოგოხიას მოადგილის კობა ჯიქიას სიმამრს, თემურ ჯანაშიას 2014 წლიდან მოგებული აქვს დაახლოებით 15 ტენდერი. შპს „ზუგდიდმშენსერვისში“ მთავარი ინჟინერი არის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ეკა თოდუას მამა. ასევე არსებობს ტენდერებში იგებს ძმები წირღვავების კომპანია, წირღვავები კი, ვიცე-მერის გია გულორდავას უახლოესი მეგობრები. ცნობილია, რომ მერია ქვაფენილებს იძენს შპს „ლეგისგან“, რომლის წარმომადგენელი არის ირაკლი გოგოხიას ძმა პაატა გოგოხია. თუ საკრებულოს თავმჯდომარემ არ იცის რა ხდება, ეს მისთვის უარესია, ან თუ იცის და ხელს აფარებს, მაშინ ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თვითონ ქვარაია არის ამ ე. წ. ატკატებში გარეული“.- განაცხადა წითლიძემ

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...