მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი: კორცხელი 2016 წლის არჩევნების გენერალური რეპეტიცია იყო

საქართველოს პრეზიდენტი: კორცხელი 2016 წლის არჩევნების გენერალური რეპეტიცია იყო

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ აჭარის ტელევიზიისათვის მიცემულ ვრცელ ონტერვიუში კორცხელის  ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აქვს  ეჭვი, რომ  მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელმაც წარმატებით გადმოიბარა ”ნაციონალური მოძრაობისგან” როგორც ”ზონდერული” პოლიტიკა, ასევე მთელი მექანიზმები, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა. ქართულმა საზოგადოებამ ”ნაციონალურ მოძრაობას” სწორედ ამ ძალადობის გამო უარი უთხრა და გაუშვა ხელისუფლებიდან. არავის ეგონოს, რომ ისინი შეძლებენ იგივე მექანიზმებით თავს მოახვიონ საზოგადოებას რაიმე ტიპის გადაწყვეტილება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

”კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული სიჩუმე, რომელიც მე მესმის სამართალდამცველი ორგანოებიდან და შესაბამისი სტრუქტურებიდან, რომლებსაც ამაზე სამაგალითო რეაქცია უნდა გაკეთებინათ, ეს უკვე დამაფიქრებელია. კორცხელი იყო რეპეტიცია 2016 წლის არჩევნების. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გამოწვევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და როგორც ქვეყანას, რომელიც დემოკრატიას აშენებს. ამ რეპეტიციის მიმართ სამაგალითო პოზიცია და რეაქცია უნდა ყოფილიყო. ასე რომ, ის ხმაური, რომელიც არის როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკოსებების მხრიდან, არის სრულიად ბუნებრივი, მაგრამ სიჩუმე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სამართალდამცველებისგან, არის არაბუნებრივი და შემაშფოთებელი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, პირველ რიგში, არჩევნები ეკუთვნის საზოგადოებას და მერე პოლიტიკოსებს.
” ყველამ იცოდეს, რომ ამ მოძველბიჭო ჯგუფს, რომელიც რაღაცას გეგმავს, სახელმწიფოსგან პრინციპული პასუხი უნდა გაეცეს და ბუნებრივია, მე ვიქნები ჩართული ამ პროცესებზე ზედამხედველობის და გააზრების თვალსაზრისით”, – განაცხადა მარგველაშვილმა 
 

 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...