მთავარისიახლეებისამართალინიკა გვარამიას განცხადება ბრიფინგზე : მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც რუსთავი 2 –...

ნიკა გვარამიას განცხადება ბრიფინგზე : მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც რუსთავი 2 – ის საქმეს განიხილავს, თაღლითობითვის იდევნება და ისევეა მიბმული პროკურატურას, როგორც ურთმელიძე

Published on

ამ წუთებში დასრულდა საგანგებო ბრიფინგი, რომელზედაც  რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთ მოსამართლესთან დაკავშირებით არსებული ახალი გარემოებები გაასაჯაროვა.  

„ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ჩვენი ინფორმაციით იდევნება თაღლითობისთვის. 2014 წელს მას გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ განაცხადა, რომ მას არ ქონდა საცხოვრებელი თბილისში და სამოსამართლო საქმის განხორციელებისთვის ჭირდებოდა ანაზრაურება. აღმოჩნდა რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა საკუთარი დედისგან. ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის და დაიწყო საბჭომ მოკვლევა თავის დროზე,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

"მაშინდელმა იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელმა და უზენაესი სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ბატონმა კუბლაშვილმა ჩვენი ინფორმაციით, რომელიც კონფიდენციალურ წყაროს ემყარება, მოითხოვა საქმის პროკურატურაში გადაცემა. თუმცა ახლად დანიშნულმა იუსტიციის საბჭოს წევრებმა ამას ცხადია მხარი არ დაუჭირეს, ვინაიდან ქალბატონი გუჯაბიძე ყოველთვის ასოცირდებოდა წულუკიანის გუნდთან და ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია. უფრო მეტიც არა თუ პროკურატურაში გადაგზავნაზე ეთქვათ უარი, არამედ სადისციპლინო დევნის ნაწილშიც უარი ითქვა და სადისციპლინო კოლეგიას არ გაეგზავნა ეს საქმე როგორც სამოსამართლეო ეთიკის დარღვევაც კი  და ნათია გუჯაბიძეს აკმარეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი, რითიც დგინდება , რომ დადასტურებულად ჩაითვალა რომ ეს ქალბატონი გუჯაბიძე როგორც მინიმუმ ცრუობდა. მაგრამ სამართლებრივად თუ ვიტყვით თაღლითობდა და ფლანგავდა სახელმწიფო ქონებას.

"ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას და ამ ინფორმაციით მიმდინარეობს ზეწოლა ქალბატონ გუჯაბიძეზე.

"მე მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გაასაჯაროოს ამ წარმოების ყველა მასალა იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი. რუსთავი2 წინააღმდეგია მისი საქმე განიხილოს თაღლითობაში ბრალდებულმა მოსამართლემ, უფრო სწორედ თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ, იურიდიულ ტერმინებში , რომ კორექტულები ვიყოთ , იმიტომ, რომ ის განსაკუთრებულად მოწყვლადიც არის ამავდროულად, გარდა იმისა, რომ, როგორც აღმოჩნდა, თაღლითია,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

 

 

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...