მთავარისიახლეებიპოლიტიკასუს-ი და ,,ქართული ოცნება" ეხმაურება არმაზ ახვლედიანის განცხადებას მისი და მისი ახლობლების...

სუს-ი და ,,ქართული ოცნება” ეხმაურება არმაზ ახვლედიანის განცხადებას მისი და მისი ახლობლების მიმართ შანტაჟისა და მუქარის შესახებ

Published on

”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს და გამორიცხავს, რომ არმაზ ახვლედიანზე ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსზე ხორციელდებოდეს უკანონო მოსმენები ან თვალთვალი. თუ ასეთი განცხადებების ავტორებს აქვთ რაიმე ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია (მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ აქვთ ფოტოები), მიმართონ საგამოძიებო უწყებებს. თუ გამოძიების შედეგად მსგავსი ფაქტი დადასტურდება, ვინც არ უნდა იყოს ეს პიროვნება, აუცილებლად აგებს კანონის წინაშე პასუხს”, – აღნიშნა   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა .

ასე  გამოეხმაურა იგი  არმაზ ახვლედიანის განცხადებას მისი და მისი  ახლობლების მიმართ  განხორციელებული შანტაჟისა და მუქარის შესახებ, თუმცა გიორგობიანმა ამავე განცხადებაში მტკიცებულებითი ფორმით დასძინა , რომ   ამგვარი უკანონო თვალთვალი ან მოსმენა არათუ არმაზ ახვლედიანსა და მის ახლობლებზე, არამედ არცერთ პოლიტიკოსზე ან სხვა პირზე არ მიმდინარეობს. 

”მგონია, რომ მოდური გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც განაწყენდებიან მიდიან და იწყებენ პოლიტიკურ აქტიურობას, ცდილობენ ახალი ეტაპი ლეგენდებით დაიწყონ. არ მგონია, ეს ღირსების საკითხი იყოს. არ არის კარგი, როცა თავს იმითი იმკვიდრებ, რომ ასე მოიხსენიებ პოლიტიკურ გუნდს, რომლის ნაწილიც იყავი შენი პოლიტიკური ინტერესებისთვის”, – ასე გამოეხმაურა არმაზ ახვლედიანის განცხადებას დეპუტატი ეკა ბესელიაც და ურჩია მას  ასეთი გზით პოლიტიკური აქტიურობა არ დაიწყოს. ”პიროვნებულად ეს მას არაფერს შემატებს., თუმცა თუ ის ამ განცხადებას სერიოზულად აკეთებს, ეს უნდა გადამოწმდეს, მაგრამ მე შემიძლია რამდენიმე მაგალითი გავიხსენო, როცა მსგავსი განცხადებები გაკეთდა და მართალი არ აღმოჩნდა”, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ყოფილმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა განცხადება, რომ  სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ. ასევე აფრთხილებენ სხვებსაც, რომ მათ ახვლედიანთან ურთიერთობა დააზიანებთ და რომ ეს ხიფათის შემცველია. 
”ვწუხვარ, რომ 2016 წელს, 2012 წლის არჩევნებიდან მე-4 წელს, ”ქართული ოცნების” ხელისუფლება იმავე გზას ადგას, რასაც ადგა არაერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთოების ერთადერთი გზა აქვთ შერჩეული – ეს არის უსამართლო, კანონსაწინააღმდეგო გზა. გზა შანტაჟის, დაშინების. ვწუხვარ, მაგრამ ახლაც ასეა. ”ქართული ოცნება” ამ გზით, რა თქმა უნდა, სრულად შედის ჩიხში და აღარ ტოვებს არანაირ შესაძლებლობას იმისთვის, რომ საზოგადოებამ მას ოდნავ მაინც გამოუცხადოს ნდობა”, – განაცხადა ახვლედიანმა. 

ამასთან, არმაზ ახვლედიანი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყების აზრს ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ”პროკურატურა პოლიტიკური ინსტრუმენტია და კანონთან და სამართალთან მიმართებაში ბევრი კითხვის ნიშანი დგას”- განაცხადა ახვლედიანმა. 

სიახლეები

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...

ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედროს ცხედარია ნაპოვნი

სიღნაღში ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედრო პირის ცხედარია ნაპოვნი. განცხადება ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა...

სანამ ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ სანამ აღნიშნული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი თავად იქნება...