მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილი თბილისური ტრაგედიის შესახებ: ზოგი ჭირი მარგებელია

ბიძინა ივანიშვილი თბილისური ტრაგედიის შესახებ: ზოგი ჭირი მარგებელია

Published on

 

დღეს ბიძინა ივანიშვილი ,,მოქალაქის" პროექტების განხილვაზე გამოჩნდა და  გააკეთა კომენტარები თბილისში განვითარებულ  მოვლენებთან დაკავშირებით.  მან ეს ტრაგედია  შეაფასა როგორც ,,ზოგი ჭირი, რომელიც მარგებელია'', რადგან აწი მაინც მოხდება ზოოპარკის გადატანა ქალაქგარეთ, რაც მას ყოველთვის სურდა ( მაგრამ რატომღაც არ გაკეთა ეს ძველი ხელისუფლების შეცვლიდან განვლილი თითქმის სამი წლის მანძილზე, თუმცა კი ნაციონალებმა ზოოპარკის გამზადებული პროექტის ორი ვარიანტი  დატოვეს .

ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში  განაცხადა, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჭიო ესურსების მოძიება მთავრობის საქმეა, რასაც ისინი აქტიურად ცდილობენ, თუმცა, ამ მხრივ სახარბიელოდ არ აქვთ საქმე. თანხას, რომელსაც ხელისუფლება, ბიზნესმენები და საზოგადოება ვერ მოიძიებენ, თავად  გამოყოფს. ანუ მისი  სახით ხელისუფლებას აქვს დაზღვევა. 

"მე მგონია, რომ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების სიტუაცია არ არის, ხშირად განმიცხადებია და გავიმეორებ დღესაც, უნდა მოხდეს რაღაც ცუდი პოლიტიკური სიტუაცია, უნდა დავინახოთ, რომ საზოგადოება ვერ ახერხებს კონტროლს და ხელისუფლება გავიდა თამაშიდან, როგორც ეს მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში. თუ მსგავსი უბედურება მოხდა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება. საბედნიეროდ, ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ, საზოგადოებამ კარგად აკრიფა, თქვენც ჟურნალისტებმა და მთავრობა თვითონაც ცდილობს, რადგანაც იციან თამასა ძალიან მაღლა აწეული. ვინც ვერ შეინარჩუნებს ჩემი პრემიერობის დროს დატოვებულ თამასას, მე რა თქმა უნდა, არ გავჩერდები და თამასის დაბლა დაწევას არავის ვაპატიებ. ეს აშფოთებთ ამ ჩრდილს ხედავენ, რომ მე ხმას ამოვიღებ მათ დარღვევებზე, ეს აქვთ მხედველობაში და ეძახიან მართვას, მაგრამ ეს არ არის მართვა", – განაცხადა  მან ააგრეთვე კითხვი პასსუხად, რომელიც ეხებოდა პოლიტიკში მისი შესაძლო ოფიციალური დბრუნების საკითხს. 

 

 
 

სიახლეები

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. ივანიშვილის...

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...