მთავარისიახლეებისაზოგადოება"ყოველგვარ ზღვარს გადადის უკვე ქართული მართლმსაჯულება," - ზაალ უდუმაშვილი

“ყოველგვარ ზღვარს გადადის უკვე ქართული მართლმსაჯულება,” – ზაალ უდუმაშვილი

Published on

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესიდან, მოსამართლის მეირ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის გამოძევების შემდეგ, პროცესი დატოვა მისმა მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმაც.არხის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ სასამართლო ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს რუსთავი 2-ის საქმე.  “მეც ზუსტად ახლა გამოვედი პროცესიდან, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამია გამოაძევა დარბაზიდან მოსამართლემ. ამ ერთი საათის განმავლობაში, რასაც პროცესს ვუყურებდი, ყოველგვარ ზღვარს გადადის უკვე ქართული მართლმსაჯულება, ვინაიდან იმდენად ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ეს პროცესი, რომ უკვე აღარც მალავენ. ყველაფერი მიუღებელია რასაც რუსთავი 2 ითხოვს. აწყვეტინებენ სიტყვებს, არ აძლევენ საშუალებას, რომ ბოლომდე დაასრულონ თავისი აზრი, ოღონდ კი როგორმე გავიდნენ ბოლოში და დაასრულონ პროცესი. მე ეჭვი მაქვს, რომ მათ კონკრეტული თარიღი აქვთ განსაზღვრული, რომ ამ თარიღზე უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება, ამიტომ მიმდინარეობს ასეთ ფორსირებულ რეჟიმში პროცესი,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რუსთავი 2

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...