მთავარისიახლეებისაზოგადოება"არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია ომი მედიასთან“ - ელისო კილაძე

“არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია ომი მედიასთან“ – ელისო კილაძე

Published on

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. შენობის გარეთ შეკრებილი არიან არხის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.სააპელაციო სასამართლოსთან იმყოფება გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორიც. ელისო კილაძე სასამართლო პროცესების დაჩქარებული წესით მიმდინარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების ინტერესებშია, რომელსაც სურს, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს."მოლოდინი არის მძიმე, რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაჩქარებული ტემპით დაასრულოს სააპელაციო სასამართლოში პროცესი, ეს პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს, რომ მას სურს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ანუ 8 ივნისამდე წაიღოს რუსთავი 2. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის პრემიერმინისტრი, არადა ის ცოტა ხნის წინ გვპირდებოდა, რომრუსთავი 2 წინასაარჩევნოდ არის ქართული დემოკრატიისთვის გარანტი. ამიტომ, მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართო, ის ადამიანები, ვინც თქვენ გეუბნებიან, რომ რუსთავი 2-ის წაღებით მოიგებთ არჩევნებს და ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, არიან თქვენი მტრები. არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია ომი მედიასთან,“ – აღნიშნა ელისო კილაძემ. 

რუსთავი2

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...