მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკის ელჩი საქართველოში კორცხელში მომხდარ თავდასხმას და რუსთავი 2 - ის საქმეს...

ამერიკის ელჩი საქართველოში კორცხელში მომხდარ თავდასხმას და რუსთავი 2 – ის საქმეს ეხმაურება

Published on

კორცხელში, საარჩევნო უბანთან ნაციონალურ მოძრაობაზე მომხდარ თავდასხმას საქართველოში აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა.

იან კელის შეფასებით, პოლიტიკური ძალადობა მხოლოდ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს.

„რაც კვირას კორცხელში მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. პოლიტიკური ძალადობა მხოლოდ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს. ჩვენ გვქონდა მთავრობასთან კონტაქტი, მოვუწოდეთ დეტალური გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ. ვფიქრობ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებს ჭირდებათ მეტი დიალოგი და ქცევის კოდექსზე კონსენსუსის მიღწევა, უარი უნდა ითქვას ნებისმიერი სახის ძალადობაზე,“ – აღნიშნა იან კელიმ. 

ამერიკის ელჩმა საქართველოში კომენტარი გააკეთა რუსთავი 2-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებითაც.  მისი თქმით, არჩევნების წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შენარჩუნებული იყოს მედია თავისუფლება. მით უფრო რუსთავი 2-ის, რადგან მიაჩნია, რომ ამ არხზე ისმის განსხვავებული აზრი.

„ვინაიდან ეს საქმე ჯერ სააპელაციო სასამართლოში განიხილება, დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არაერთხელ გვითქვამს, რომ საარჩევნო წელია, გვინდა, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, ის უნდა შეფასდეს ისე, რომ ქართველი ხალხის ნებაა გამოხატული. მედია გარემო ღიაა და თავისუფალი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნების დროს ყველა ხმა იყოს გაჟღერებული, რუსთავი 2  მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ ეს ასე იყოს“,- განაცხადა იან კელიმ. 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...