მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი არჩევნებში ,,არ ერევა'' და ამავე დროს მთელი თავისი რესურსების გამოყენებით...

ივანიშვილი არჩევნებში ,,არ ერევა” და ამავე დროს მთელი თავისი რესურსების გამოყენებით იმუქრება

Published on

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს გეგმავს და ამავე დროს აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები ან მიზნები არ გააჩნია. – ამის შესახებ იგი დღეს გავრცელებულ  ღია წერილში საუბრობს. 

”როცა პოლიტიკში მოვედი, მე იმედი მქონდა, რომ ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ალღო არ გვიღალატებდა, არ დავიბნეოდით და სწორი არჩევანით ვუპასუხებდით მოძალადე მთავრობას. სინამდვილეში ასეც მოხდა და ”ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ სწორედ ის ჯგუფი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ბოროტი დაჟინებით ცდილობდა მოესპო და გაენადგურებინა ათეულობით საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული ფენომენი, ცდილობდნენ, მთელი მსოფლიო დაერწმუნებინათ, რომ ქართველები ვართ მართლმადიდებლური ფანატიზმით შეპყრობილი ველური ხალხი, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი ყველას და ყველაფრის მიმართ და ამიტომ აუცილებელი იყო ჩვენი მათრახით მართვა. მაშინ როდესაც მართლმადიდებლობა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს მსოფლმხედველობას, სწორედ ჰუმანიზმს და შემწყნარებლობას გვასწავლის და ამასვე ქადაგებდა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეკლესია, ქვეყნის სულიერი ფარი, რომელსაც განუზომელი წვლილი მიუძღვის ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში”, – წერს ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, წელს მთელი საზოგადოება პოლიტიკური სიმწიფის გამოცდას აბარებს. ”წელს მთელი საზოგადოება პოლიტიკური სიმწიფის გამოცდას ვაბარებთ.
ადრე თეთრსა და შავს შორის ვირჩევდით, დღეს უკვე ბევრი ფერია, გაჩნდა არჩევანის თავისუფლება – ყველა საკუთარ სიმართლეს ამტკიცებს, ყველა საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამიტომ, გაცილებით რთულია მართებული არჩევანის გაკეთება.

სიცრუის მანქანა ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირად ჩემს მიმართაც. ამის მიზეზი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან. აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...