მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ დღეს ყველაფერი თავისუფალია - ბიზნესი, სასამართლო, პოლიცია,...

ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ დღეს ყველაფერი თავისუფალია – ბიზნესი, სასამართლო, პოლიცია, მედია და ბოლო მოეღო მოქალაქეებისთვის ხმების მოპარვის დანაშაულებრივ პრაქტიკას

Published on

ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც ”ქართული ოცნების” გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას წარმოადგენს და  სამომავლო გეგმებს ეხება, დღევანდელი ხელისუფლების მიღწევებზე საუბრობს:

,,ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს ქვეყნის გადაყვანა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკაზე, 2013-2016 წლებში (2016 წლის პროგნოზის გათვალისწინებით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე – 2009-2012 წლებში. საქართველოს მთლიანი ვალი ყველაზე ნაკლებად 2013-2015 წლებში გაიზარდა

.ამ ოთხ წელიწადში ჩავატარეთ სამაგალითო – 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ბოლო მოვუღეთ მოქალაქეებისთვის ხმების მოპარვის დანაშაულებრივ პრაქტიკას. დარწმუნებული ვარ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც ასევე ყველაზე მაღალი სტანდარტებით ჩატარდება.

მიუხედავად კრიტიკული განწყობებისა, ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სასამართლო სახელისუფლო წნეხისგან გაათავისუფლა. შეიძლება, არ მოგვწონდეს ზოგიერთი გადაწყვეტილება, ან ესა თუ ის მოსამართლე, მაგრამ, მთავარია, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია. მოქალაქეებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის კანონიერი გზა და შესაძლებლობა გაუჩნდათ. აზრი მიეცა ადვოკატის საქმიანობას
 
მოხდა პოლიციის დეპოლიტიზაცია და მას ვეღარავინ გამოიყენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის; გაუქმდა სოდი და კუდი, რომლებიც მოქალაქეების დაშანტაჟებით და ბიზნესების წართმევით იყვნენ დაკავებულები; სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩამოაშორეს შსს-ს.

მედია სრულად გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან. თვალსაჩინო ფაქტია, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ამდენი ტელევიზია, რამდენიც დღეს არის და, სხვათა შორის, ვერც იმას გაიხსენებს ვინმე, რომ მთავრობის მისამართით ასეთი დაუნდობელი კრიტიკა და ლანძღვა მოესმინოს; თანაც, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობას საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია.

ბიზნესმა მოიშორა სახელისუფლო წნეხი. ყველაზე კრიტიკული მედიაც კი ვერ საუბრობს ბიზნესის შევიწროებაზე.

ახალი მთავრობის პრიორიტეტი გახდა ისეთი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომლის შედეგიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ყველა ფენისათვის.
 
ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ხელსაყრელ დროს, მზად ვიქნებით და ევროატლანტიკური სტრუქტურებში შევალთ მაშინვე, როგორც კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კარის გაღებას შეძლებენ –

ქვეყნის საგარეო კურსზე და ორიენტირებზე საუბრისას, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია და ნატო-ს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია.
 

სიახლეები

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...